15:29 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 14:08:46, 999 ნახვა

პოლიტიკა
სერგო რატიანი „ქართულ ოცნებას“ პედაგოგების მოტყუებაში ადანაშაულებს

„განათლების მიმართულებით „ქართული ოცნების“  ერთ-ერთი პოპულარული დაპირება იყო  ის, რომ პედაგოგს  საშუალო ხელფასი 800 ლარი ექნებოდა, თუმცა ეს იყო ტყუილი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მორაობის“  ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, 60 ათასი მასწავლებლიდან 43 ათას ხელფასი არ გაზრდია.

„60 ათასი მასწავლებელია   დაახლოებით საქართველოში  და აქედან 43 ათასს  ხელფასი არ გაზრდია.   შესაბამისად ეს დაპირება იყო ტყუილი და 43 ათას მასწავლებელს არ გაზრდია ხელფასი. მაგრამ საქმე გაცილებით უფრო პრობლემურია,   რადგნა ჩვენ გვყავს 15 ათასი მასწავლებელი, რომელიც  სერტიფიცირებულია   და მას შეიძლება ჰქონოდა 800  ლარი  ან  მეტი. ხელფასი მიბმულია არა სერთიფიცირებაზე. სკოლამ და სახელწმიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მასწავლებელს სრუილი დატვირთვა ჰქონდეს. ამის მაგივრად არსებობს კანონი, რომლის  თანახმადაც, რეალურად ხელფასი მიბმული არის დატვირთვაზე  და ეს ქმნის იმ ვითარებას, რომ 15 ათასი მასწავლებლიდან 800 ლარს ან მეტს  მხოლოდ 8000 მასწავლებელი ღებულობს.  60 ათასი მასწავლებლიდან  14% იღებს   800 ლარს და მეტს. ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, სახელმწიფო  არ უწყობს ხელს თუნდაც იმას, რომ მეტი მოტივაცია ჰქონდეთ მათ“,-განაცხადა სერგო რატიანმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“   მოითხოვს, რომ განათლების მინისტრმა აღნიშნულ საკითხში ცვლილება შეიტანოს.

„ჩვენ მოვითხოვთ იმ ბრძანებაში, რომელიც არეგულირებს ამ საკითხს განათლების მინისტრმა შეიტანოს ცვლილება და ხელფასი დაკავშირებული იყო სერტიფიცირებაზე  და  სწორედ აქედან გამომდინარე მივცეთ საშუალება მასწავლებელბს მიიღონ ის თანხა,  რომელიც განუსაზღვრა  მათ სახელმწიფომ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება ტყული და თვალებში ნაცრის შეყრა საზოგადოებისთვის. დღეს მასწავლებელი არიან მოტყუებული“,-აღნიშნა რატიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics