|
2016-12-28 13:56:08, 900 ნახვა
საზოგადოება
„დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ 4-წლიან ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ 4-წლიან ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში 2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე განხორციელებული საქმიანობაა ასახული. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა 97%-ს დანაშაული აღარ ჩაუდენია. 2012 წლის ნოემბერი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დანაშაულის პრევენციის ცენტრში „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ დაფუძნდა. 2013 - ჩვენს ცენტრში პირველი სოციალური მუშაკი დასაქმდა. დღეს ჩვენი 28 სოციალური მუშაკი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ემსახურება. 2013 - დაიდო შეთანხმება UNICEF-თან, რის შედეგადაც კლინიკა „ესთელაინში“ არასრულწლოვანი ყოფილი პატიმრებისთვის ტატუს უფასოდ მოცილების პროგრამა დაიწყო. 2013 - საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ჩვენი ბენეფიციარებისთვის სპეციალური საგრანტო პროგრამა შექმნა. დაფინანსდა 80 ბენეფიციარის (მათ შორის, 22 ქალის) 78 ბიზნესიდეა (ჯამში 345 651 ლარი). 80 ყოფილი პატიმარი, მათ შორის, 22 ქალი, რომელთაც მეწარმეობა სხვადასხვა სფეროში დაიწყეს, დღეს თავად უზრუნველყოფს საკუთარ ოჯახს. 2013-2016 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 667 670 ლარს შეადგენს. გაფორმდა 29 საგრანტო ხელშეკრულება საქართველოში მოქმედ 15 სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან. ყოველი მე-7 ბენეფიციარი კერძო ან საჯარო სექტორში დასაქმდა - სულ 260 ყოფილი პატიმარი. 2013–2016 ყოფილი პატიმრებისათვის ცხოვრებაში ახალი შანსის მისაცემად და ხარისხიანი სერვისების მისაწოდებლად თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა არაერთ უწყებასა და ორგანიზაციასთან. დღეს ჩვენს ცენტრს 120-ზე მეტი პარტნიორი უწყება და ორგანიზაცია ჰყავს. 4 წლის განმავლობაში ჩვენი სოციალური მუშაკები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 4229 მსჯავრდებულს შეხვდნენ და მათ ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, რომ გათავისუფლებისთანავე მოცემული პროგრამით სარგებლობა შეეძლოთ. დღემდე პროგრამაში მონაწილეობის სურვილით ცენტრს 2740-მა გათავისუფლებულმა პატიმარმა მომართა. სხვადასხვა მომსახურებით 1733-მა ყოფილმა პატიმარმა ისარგებლა. აქედან 278 ამჟამადაც არის პროგრამაში ჩართული. ციხეში გაკეთებული ტატუ უფასოდ მოიშორა 92-მა ყოფილმა პატიმარმა, მათგან 65 ბავშვია. ჩვენმა 1733-მა ბენეფიციარმა ისარგებლა ისეთი მომსახურებებით, როგორიცაა ტატუს მოცილება უფასოდ, სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო კურსი, პროფესიული გადამზადების კურსი, ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი, ფსიქოლოგიური და სამედიცინო მომსახურება, იურიდიული მომსახურება, სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებში მონაწილეობა, უფასო პირადობის მოწმობა, თბილისში უფასო სამგზავრო ბარათი, ანაზღაურებადი სტაჟირება საჯარო ან კერძო სექტორში, დახმარება სხვადასხვა ფონდიდან და არასამთავრობო ორგანიზაციიდან სხვადასხვა ოდენობის გრანტის მოპოვებაში, ფსიქოლოგიური ტრავმის მქონე ყოფილი მსჯავრდებულების სარეაბილიტაციო პროგრამა, სოციალური უნარების განვითარების კურსი, ანტისოციალური ქცევის პრევენციის პროგრამა, არტთერაპია მოზარდებისთვის, და სხვ. 2013-2016 - სერვისების განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, პირადობის ელექტრონული ბარათი დაუმზადდა ციხეში მყოფ 2714 პატიმარს. 2013 - არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა ამოქმედდა სრულად მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. 2014 - დაფუძნდა დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველო, რომლის ფუნქციად რისკის ქვეშ მყოფი, მათ შორის, ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვებისთვის სპეციალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავება განისაზღვრა. დღეისთვის სამმართველოს 327 უნიკალური ბენეფიციარი ჰყავს, რომელთაგან 296 ბენეფიციარი არასრულწლოვანია, 165 გოგონაა, 53 კი - ქუჩაში მომუშავე ან/და მცხოვრები ბავშვი. 2014 - თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მედიაციის სახლი გაიხსნა. 2014 - დაიწყო განრიდებისა და მედიაციის პროგრამის რეფორმა, რომლის შედეგადაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდების მექანიზმი, ნაკლებად მძიმესთნ ერთად, მძიმე კატეგორიის დანაშაულებზეც გავრცელდა. ასევე, შეიცვალა და დაიხვეწა პროცედურები, დაწესდა ჩართულ პროფესიონალთა სამოქმედო ვადები, გატარდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები საკოორდინაციო მექანიზმის გასაძლიერებლად, გაიზარდა მედიატორის როლი და პროგრამა დაუახლოვდა აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს. 2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე პროგრამის ფარგლებში განრიდებულ იქნა 1363 პირი. 2013-2016 - მკვეთრად გაიზარდა წარმატებულ მედიაციათა მაჩვენებელი. მაგ.: 2015 წელს წარმატებით დასრულებული მედიაციების რაოდენობრივი მაჩვენებელი 2013 წელთან შედარებით - 3-ჯერ, ხოლო 2014 წელთან შედარებით 4-ჯერ გაიზარდა. 2015 - ყოფილ პატიმართა საზოგადოებაში ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) დახმარებით, თბილისის იუსტიციის სახლის ტერასაზე სოციალური საწარმო „შეცვალე სცენარი“ (კაფეტერია) გაიხსნა. გახსნის დღიდან კაფეტერია „შეცვალე სცენარი“ დაახლოებით, 66368 ადამიანს მოემსახურა. 2016 - ძალაში შევიდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. კოდექსით განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა განრიდების პროგრამას, რომლის ზოგად მენეჯმენტსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებს. 2016 - დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალი ოფისი გაიხსნა“, - ნათქვამია ანგარიშში.
(NS)
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)