23:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 16:05:15, 338 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: მინდია ჯანელიძე არც მაშინ წარმოადგენდა გადაწყვეტილების მიმღებს და არც ახლა წარმოადგენს

„ბატონი მინდია ჯანელიძე არც მაშინ წარმოადგენდა გადაწყვეტილების მიმღებს და არც დღეს წარმოადგენს“,-ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ  საფრანგეთში ვიზიტისას  თავდაცვითი იარაღის შეთანხმებაზე ხელმოწერის თაობაზე,  თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის მიერ განხორციელებულ სატელეფონო ზართან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც ჯანელიძემ ალასანიას უთხრა, რომ   აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა.

მისივე თქმით, პროექტის შეჩერება ჯანელიძესთვის არ იყოს ხელმისაწვდომი.

„მე როდესაც საფრანგეთში ჩემს კოლეგას და  თავდაცვის ინდუსტრიებს შევხვდი, საუბარი და მოლაპარაკებები იყო საჰაერო თავდაცვაზე რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ მივიღე არასწორი მითითება, არადა მანამდე ეს უსაფრთხოების კაბინეტში იყო შეთანხმებული , სწორედ რომ  არ დავემორჩილე ამ არასწორ მითითებას, ხელი მოვაწერე ამ შეთანხმებას , თუ აქვს შანსი საქართველოს, რომ მიიღოს თავდაცვითი შეიარაღება საფრანგეთიდან, იმიტომ, რომ   ეს შეთანხმება გაფორმდა“,-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics