13:44 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 13:32:02, 727 ნახვა

საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტო 4-წლიან ანგარიშს აქვეყნებს

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 4-წლიან ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში საუბარია 2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე განხორციელებულ საქმიანობაზე.

„2013-2016 - დისტანციურ მომსახურებებს დაემატა საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, სახელის ცვლილების კანონიერად აღიარების, სახელის ან/და გვარის შეცვლის, ბინადრობის ნებართვის, ემიგრაციის ნებართვის, საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების, ონლაინ გადახდის გადამოწმების და სხვა სერვისები.

2014 - მოქალაქეთა სურვილის გათვალისწინებით, შეიქმნა დაბადებისა და ქორწინების მოწმობების განახლებული დიზაინი.

2014-2016 - მოეწყო და გაიხსნა თბილისის, მარნეულის, ზუგდიდის, თიანეთის, ყაზბეგის, ფოთის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის ქორწინების სახლები იუსტიციის სახლების შესაბამის ფილიალებში.

2015 - დაინერგა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დაზღვევის სერვისი, რითაც დღემდე 42 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა.

2015 - კანონის შესაბამისად დავიწყეთ მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენა.

2015-2016 - საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისათვის შეიქმნა დიპლომატთა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ჩანაწერების მართვისა და დიპლომატის სტატუსის დამადასტურებელი პირადობის დოკუმენტის დამზადება/გაცემის სერვისი.

2015-2016 - შევქმენით გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო დოკუმენტების ბეჭდვის სერვისი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის.

2016 - შემოღებულ იქნა ე.წ. მესამე თაობის ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც კიდევ უფრო უსაფრთხო და ხარისხიანი დოკუმენტია. ეს სიახლე სრულად პასუხობს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მიზანსა და გრძელვადიან საჭიროებებს.

2016 - საქართველო გაერთიანდა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ღია გასაღების (ICAO-PKD) დირექტორიაში, რის შედეგადაც ჩვენ მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტებისადმი უცხოეთში ნდობა კიდევ უფრო გაიზრდება და ჩვენ გვექნება წვდომა სხვა ქვეყნების სამგზავრო დოკუმენტების ავთენტობის შესამოწმებლად საჭირო მონაცემებზე.

2016 - დასასრულს უახლოვდება სამუშაოები, რომლებიც მოქალაქეს ელექტრონული პირადობის მოწმობის დაკარგული PIN-PUK კოდის აღდგენის საშუალებას მისცემს.

2016 - დავიწყეთ განათლების სისტემაში შემავალი სასწავლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება.

2016 - კანონის შესაბამისად დავნერგეთ უფასო დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გაცემის სერვისი მიუსაფარ ან ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე.

2016 - სააგენტომ წარმატებით გაიარა Ersnt and Young-ის წინასწარი აუდიტი, რომლის შედეგადაც გასწორდა დადგენილი ხარვეზები და მომზადდა დოკუმენტაცია ევროკავშირთან ელექტრონულ სანდო მომსახურებათა ურთიერთაღიარებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვისათვის.

2016 - მიმდინარეობს ელექტრონული ხელმოწერისა და მობილური აპლიკაციის დანერგვის პროექტები, რისთვისაც შემუშავდა და პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.

4 წლის განმავლობაში მოქალაქეობის არმქონე პირთა რიცხვი UNHCR-თან თანამშრობლობით 1690-დან 601-მდე შევამცირეთ.

სახელმწიფო სერვისები მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება აღარ არის.

2013-2016 - საქართველოს 32 სოფელში აშენდა და გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი (ყვარელწყალი/დუისი, გეგუთი, ქვემო ნატანები, ნუკრიანი, ხიდისთავი, ვალე, რუხი, მეჯვრისხევი, ტყვიავი, ბერძენაული, ღორეშა, კიცხი, კორბოული, მუხაესტატე, კაჭრეთი, კაზრეთი, ორსანტია, შილდა, კაბალი, ლენტეხი, წალკა, ჩაქვი, ხრეითი, სადახლო, დიდი ჯიხაიში, მარტყოფი, იორმუღანლო, უსახელო, არხილოსკალო, ლაჯანა, ბარალეთი, კუმურდო.

2016 - გაფართოვდა ფოკის საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც ძველ პროექტს დაემატა შეხვედრების, ასევე კომპიუტერების დარბაზი და ბიბლიოთეკა.

2016 - დაიწყო საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა ფასანაურსა და  ბაკურიანში, სადაც ჩვენს ინფრასტრუქტურაში ადგილობრივი ბიბლიოთეკების ინტეგრირება მოხდება; დაიგეგმა საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა კოხნარში, ზეინდარში, მეორე სვირში.

2015-2016 - განხორციელდა „ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის პროექტი“ - ჩვენი მომსახურებები ინტეგრირდა ლიბერთი ბანკის 60 ავტობუსში, რის შედეგადაც საქართველოს 1100 შედარებით მცირე სოფელში ადგილზე გაიცემა 200-მდე სახელმწიფო სერვისი.

2016 - საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება თბილისელებისთვისაც, გლდანი მოლის სივრცეში, რაც ჩვენს სერვისებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის გლდანის, მუხიანის, ნაძალადევის მოსახლეობისთვის.

2013-2016 - მუნიციპალიტეტის მართვის სისტემა (მმს) დავნერგეთ 42 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში.

ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის უსაფრთხო დოკუმენტებისა და მიგრაციის მართვის ბლოკები წარმატებით შევასრულეთ.

2013-2016 - ჩვენს სააგენტოსთან არსებულმა მიგრაციის სამთავრობო კომისიის სამდივნომ, შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობით, მასშტაბური სამუშაო გასწია ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებისთვის.

2013-2016 - განხორციელდა 2013-2015 წწ. მიგრაციის სტრატეგიის ამოცანები; შემუშავდა და დამტკიცდა  2016-2020 წწ. მიგრაციის სტრატეგია

2013-2016 - შემუშავდა ანალიტიკური დოკუმენტები: მიგრაციის რისკების ანალიზის კონცეფცია, მიგრაციის პროფილი, მიგრაციის სტრატეგიის შეფასების ინდიკატორები, ლეგალური და ცირკულარული მიგრაციის გზამკვლევები, მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი და სხვ.

2016 - შეიქმნა მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ანალიტიკური სისტემა და მიმდინარეობს მისი ამუშავების პროცესი.

2013-2016 - ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნის თანახმად, წელიწადში საშუალოდ 2 მილიონი გვერდის დიგიტალიზაცია განხორციელდა. ძველი სამოქალაქო აქტების დიგიტალიზაციის ეს პროცესი 2024 წელს უნდა დასრულდეს.

დღეს საარჩევნო სიაში 2,7 მილიონზე მეტი ზუსტი და უტყუარი მონაცემია.

2014 - საქართველოში დაინერგა ფოტოსურათიანი საარჩევნო სია, რისთვისაც სააგენტომ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია.

2014-2016 - საარჩევნო სიის მონაცემების დაზუსტების მიზნით 2 სხვადასხვა პროექტი განხორციელდა. თანამედროვე ტექნოლოგიის მეშვეობით გადამოწმდა  და ერთმანეთთან დადარდა რამდენიმე მილიონი მონაცემი. შედეგად, გაორება გამოვლინდა და აღმოიფხვრა 3759 პირის შემთხვევაში, 2186 შემთხვევაში კი პირის  მონაცემზე არასწორად მიბმული ფოტო გასწორდა. საველე და მუნიციპალიტეტებთან ერთად ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამოვლენილ იქნა 3654 გარდაცვლილი პირის მონაცემი. აღდგა ან მოძიებულ იქნა 6566 ფოტო, რომელიც მიბმულ იქნა შესაბამისი პირის მონაცემზე. გასწორდა პირის სქესში არსებული 250-ზე მეტი არასწორი მონაცემი.

2013-2016 - იუსტიციის მინისტრის ბრძანებების საფუძველზე გაიმართა 20-ზე მეტი აქცია, რის შედეგადაც 1 155 245-ზე მეტმა მოქალაქემ ელექტრონული პირადობის მოწმობა უფასოდ ან შეღავათიან ფასად აიღო. სპეციალური აქციები მიეძღვნათ პედაგოგებს, დევნილებს, ვეტერანებს, არასრულწლოვნებს, რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებს, უმისამართო ან კიდევ უსაბუთო პირებს.

დღეს უკვე 2 380 000-ზე მეტი მოქალაქე ფლობს ელექტრონულ პირადობის მოწმობას, დამატებით 350 000 მოქალაქე კი - ბიომეტრიულ პასპორტს.

2014-2016 - მექანიკური შეცდომების შესახებ იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, მოქალაქეთა გვარში/სახელში ან სხვა მონაცემში დაშვებული 23 000-მდე უზუსტობა მექანიკურ შეცდომად იქნა აღიარებული და გასწორებული მონაცემების შემცველი საბუთები უფასოდ გაიცა“, - ნათქვამია სერვისების განვითარების  სააგენტოს ანგარიშში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics