13:44 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 12:58:43, 751 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი მოხეს საჯარო სკოლაში საპროტესტო აქციის მონაწილე მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის საკითხებში სოფიო შამანიდი სოფელ მოხეში პრეზიდენტის დავალებით ჩავიდა და საჯარო სკოლის მუსლიმ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც ორი დღეა სკოლაში საპროტესტო აქციებს მართავენ.

როგორც მოსწავლეებმა სოფიო შამანიდს განუცხადეს, დირექტორის მხრიდან მუსლიმი გოგონასთვის თავსაბურავის მოხდის მითითებით დირექტორმა მუსლიმი აღმსარებლობის მოსწავლეებს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც მათი დისკრიმინაციაა.

სოფიო შამანიდი სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის შემდეგ სკოლის დირექტორსაც შეხვდა.

ერთი მხრივ, სკოლის მოსწავლეებმა სოფიო შამანიდთან შეხვედირს შემდეგ სასწავლო პროცესში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღეს, მეორე მხრივ კი, სკოლის დირექტორმა სოფიო შამანიდს აღუთქვა, რომ მსგავს ინციდენტებს სკოლაში ადგილი აღარ ექნება.

„ძალიან სასიამოვნო ტენდენცია შევნიშნე აქ, მოხიში, რომ სკოლის მოსწავლეებს შეძლებიათ საკუთარი უფლებების თავად დაცვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მე შევხვდი ძალიან ჯანსაღად მოაზროვნე ჭკვიან ახალგაზრდებს.  მეტიც, ისინი კონსტიტუციით მესაუბრნენ, ისინი იცნობენ საქართველოს კონსტიტუციას და იციან საკუთარი უფლებების შესახებ და შეუძლიათ კარგად დააფიქსირონ პოზიცია", - აღნიშნა სოფიო შამანიდმა შეხვედრის შემდეგ.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics