|
2016-12-28 11:47:08, 787 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე 2016 წელი შეაჯამა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე 2016 წელი შეაჯამა და განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა. ნარმანიას განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური პროექტი იყო - „ახალი ტფილისი“ რომლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდა. „მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და პროექტი 2017 წელსაც გაგრძელდება - „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპი ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციას მოიცავს, ასევე, დაწყებულია ნარიყალას ციხე-სიმაგრის რესტავრაცია, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ისტორიული ბაღების ერთმანეთთან დაკავშირება, ასე რომ, „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპი ერთ-ერთი მასშტაბური, ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტი იქნება ჩვენი ქალაქისათვის, რომელიც 2017 წელს განხორციელდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, დიდი პროექტებიდან აღსანიშნავია კრწანისი-შინდისის სრულიად ახალი გზა, ასევე, პუშკინის ესტაკადა, სამება-მახათას გზა. მათ შორის, ბარათაშვილის ხიდს, გულიას და ა.შ. კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ქუჩებს, მათ შორის, ბარნოვის ქუჩას, ნუცუბიძეს, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზას და ა.შ. „ტრანსპორტის ნაწილში, მოგეხსენებათ, რომ ქალაქში უკვე დადის ახალი ლურჯი ავტობუსები და 2017 წლის აპრილში, ჯამში 143 ერთეული მაღალი ხარისხის, ევროპული და ადაპტირებული, ავტობუსი გვეყოლება. ქალაქის მასშტაბით დავამონტაჟეთ ავტობუსების ახალი მოსაცდელებიც. ამასთან, 2017 წელს ჩვენ გვექნება ახალი მუნიციპალური ავტობაზა, რომლის მშენებლობაც უკვე აქტიურ ფაზაშია შესული და რომელიც სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს მუნიციპალურ ავტობუსებს. მიმდინარე წელს ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობდით მეტროს ვაგონების მოდერნიზების კუთხითაც და 20 ვაგონის რემონტი და მოდერნიზაცია განვახორციელეთ. 2017 წელს იგეგმება დამატებით 30 ვაგონის შეკეთება. ეს ყველაფერი მეტროს, როგორც ქალაქისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ტრანსპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს და ჩვენი თანამოქალაქეები კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას ქალაქის მასშტაბით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, აღდგა კუს ტბის საბაგირო გზა და 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მთაწმინდის საბაგირო გზის რეაბილიტაცია. რაც შეეხება გამწვანებას, თბილისის მერის განცხადებით, მხოლოდ 2016 წელს დედაქალაქის ცენტრსა და შემოგარენში, ჯამში 180 000 ხე-მცენარე დაირგო, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე 650 000-მდე ხე-მცენარეა დარგული. „ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულებაა, ასევე, სკოლამდელი აღზრდა-განათლების სფეროში გადადგმული ნაბიჯები. 2017 წელს თბილისის მასშტაბით 10-მდე ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდება, რომელთა ნაწილიც მიმდინარეა, ნაწილის კი უახლოეს ხანებში დაიწყება. რაც შეეხება 2017 წელს საგზაო ინფრასტრუქტურისა და საინჟინრო-ნაგებობების კუთხით დაგეგმილ დიდ პროექტებს, თბილისის მერის თქმით, 2017-ში დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო სამუშაოები ჩატარდება 600-მდე მისამართზე, მათ შორის, ისეთი მნიშვნელობის გზებზე, როგორიცაა ავლაბრის მეტროდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე არსებული მონაკვეთი, პეკინის ქუჩა, ფეიქრების ქუჩა და სხვ. დავით ნარმანიას თქმით, ლაგუნა ვერეს მიმდებარედ ჩატარდება გზის გაფართოების სამუშაოები, რაც თბილისში ხელს შეუწყობს აღნიშნული გადატვირთული მონაკვეთის განტვირთვას და მოძრაობის გამტარუნარიანობას გაზრდის. თბილისის მერის განცხადებით, გაგრძელდება საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-აღდგენა-რეკონსტრუქცია, რისთვისაც 2017 წელს 24 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. „ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობა, რომელსაც ჩვენ 2017 წელს ვგეგმავთ ეს გახლავთ ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ჩამომავალი ესტაკადის მშენებლობა, უმნიშვნელოვანესი პროექტი მიმდებარე გადატვირთული მონაკვეთების განმუხტვის მიზნით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, 2017-ის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი იქნება, ასევე, რაგბის ახალი კომპლექსი, რომლის მშენებლობაც წელს დაიწყო. 4 ჰა ტერიტორიაზე ოთხი მოედანი განლაგდება. პროექტი 1000 გულშემატკივარზე გათვლილ ტრიბუნას ითვალისწინებს. კომპლექსი მასშტაბურია და 2017 წელს თბილისი უმასპინძლებს რაგბის მსოფლიო ახალგაზრდულ, 20 წლამდელთა თამაშების ერთ ნაწილს. „პროექტების ბოლოს კი აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ გუშინ საკრებულომ განიხილა და მიიღო ქვენორმატიული ცვლილებების პაკეტი, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივ გადასახადებსა და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს შეეხებოდა. შესაბამისად, 2017 წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან, შესაძლებელი იქნება დედაქალაქის ბიუჯეტში დამატებით 52,3 მლნ ლარის მობილიზება, რაც საშუალებას მოგვცემს ქალაქისთვის კიდევ უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა განვახორციელოთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. (NS)
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)