13:43 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 17:09:29, 923 ნახვა

საზოგადოება
ნიკოლოზ გაგუა: უძრავი ქონების რეკლამირებისას დაცული იყოს თითოეული მომხმარებლის ინტერესი

უძრავი ქონების რეკლამა აუცილებლად უნდა ოყს მხოლოდ ლარში, რათაც ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლოთ ფასების შედარება როგორც კონკურენტის ფასებთან, ისე საკუთარ შემოსავალთან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ ლარიზაციის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტის საპარლამენტო განხილვისას განაცხადა.

მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარი მიზანია, საქონლის რეალიზაციის ან მომსახურების რეკლამირებისას დაცული იყოს თითოეული მომხმარებლის ინტერესი. 

„კურსის ცვალებადობა პრობლემებს უქმნის უძრავი ქონების ბიზნესს, თუ ლარი უფასურდება უძრავი ქონება იაფდება და პირიქით, რაც ამ სექტორში ფასების მერყეობას, გაყიდვების შემცირებასა და სხვა დასხვა პრობლემებს იწვევს. მეორე მხრივ, თუ უძრავი ქონების ფასები ლარით იქნება დენომინირებული, ეს დაეხმარება მყიდველს უკეთ დაგეგმოს უძრავი ქონების შესყიდვა. აღნიშნული გადაწყვეტილება, ასევე, ხელს შეუწყობს ლარის დეპოზიტების ზრდას,“ - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მისი განცხადებით, ეროვნულ ვალუტაში მომსახურების ან სარეალიზაციო ფასის ლარში გამოხატვა მომხმარებლისთვის გაზრდის პროგნოზირებადობას, ბიზნესისთვის - რომლისთვისაც როგორც ცნობილია, პირველადი მშენებლობის ხარჯის უმეტესი ნაწილი ეროვნულ ვალუტაში აქვს, შეამცირებს  რისკებს. მომხმარებელი არ იქნება დამოკიდებული კურსის ცვლილებაზე და უკეთ შეძლებს საკუთარი შემოსავლების განკარგვას გრძელვადიან პერიოდზე.   

„აღნიშნული მიღებულია საერთაშორისო პრაქტიკაში - მრავალმა ქვეყანამ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება და საბოლოო ჯამში, ხელი შეუწყო  ადგილობრივი ვალუტის მიმართ ნდობის გამყარებას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics