08:02 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 15:33:40, 522 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ე.წ. კაბელების საქმეზე ქვეყნის შიგნით და გარეთ ყურადღება გამახვილდება

„ე.წ. კაბელების საქმეზე  ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ყურადღება გამახვილდება’,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს საერთაშორისო კონფერენცია: „დემოკრატიის არსი: საგარეო, ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში“ დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს  განუცხადა.
მისივე თქმით, კაბელების საქმეზე გამოძიება მნიშვნელოვანია, რომ კვალიფიციურად და ყველა პროცედურის დაცვით ჩატარდეს.
„ე.წ. კაბელების საქმეზე ყურადღება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ გამახვილდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქმე იქნას გამოძიებული კვალიფიციურად და ყველა პროცედურის დაცვით.კონკრეტულ დეტალებს ვინ, როდის დაიკითხება თუ არ დაიკითხება  ამაზე მე ვერ მოგახსენებთ, ეს გამოძიების საქმეა“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ექსპერტ მამუკა გუნთიაშვილის პროკურატურაში დაბარებას და დაკითხვასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მისთვის  ეს ამბავი უცნაურია.  
„რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს ერთ-ერთი ექსპერტის დაკითხვასთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც გაკეთდა გუშინ განცხადებები, მაქვს მოლოდინი, რომ სამართალდამცავი ორგანოები კარგად გაერკვევიან თუ რა ხდება.ამ საკითხში სიცხადის შეტანა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ზალიან მნიშვნელოვანია. ცოტა უცნაურია ექსპერტთან დაკავშირებული ამბები, დარწმუნებული ვარ, პროკურატურა ამ თემასთან დაკავსირებით  სათანადო ნაბიჯებს გადადგამს“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 
ცნობისთვის, გუშინ პროკურატურაში  ე.წ. კაბელების საქმეზე მომუშავე ექსპერტი მამუკა გუნთიაშვილი დაკითხეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics