|
2016-12-27 14:55:09, 903 ნახვა
საზოგადოება
დემირელის კოლეჯის მოსწავლე წლის საუკეთესო ინოვატორად დასახელდა
გუშინ, ოპერაში გამართულ დაჯილდოებაზე „წლის საუკეთესო“, წლის წარმატებულ და საუკეთესო გამომგონებლად დემირელის სახელობის კოლეჯის მოსწავლე კარლო ხუციშვილი დასახელდა. კარლო ნომინაციაზე ახალი პროექტით იყო წარდგენილი, რომელმაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს ახალგაზრდა გამომგონებლის უკვე მეორე აღიარებაა ამ კონკურსზე. გასულ წელს ნასაში მოგზაურობის შემდეგ ახალციხელმა გამომგონებელმა შექმნა მოწყობილობა, რომლითაც ნაღმის გაუვნებელყოფაა შესაძლებელი. დრონი, სახელწოდებით Life saver, Ipad-ის საშუალებით იმართება და მას სხვა მსგავს მოწყობილობებთან შედარებით არაერთი უპირატესობა აქვს. სწორედ ამ ინოვაციური პროექტით დემირელის კოლეჯის მოსწავლე ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის IYIPO 2016-ის გამარჯვებული და ოქროს მედლი მფლობელი გახდა. კარლოს ბოლო პროექტი, რომელიც „წლის საუკეთესო“ დასახელდა, შშმ ბავშვების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად შექმნა ახალგაზრდა ინოვატორმა. ეტლით მოსარგებლეებისთვის ნიჭიერმა ახალგაზრდამ გამოიგონა სპეციალური აპლიკაცია, რომლის განხორციელებითაც შშმ პირებს მთავარი დაბრკოლების გადალახვა მარტივად შეეძლებათ. პროეტზე მუშაობისას დემირელის კოლეჯის მოსწავლემ შეზღუდული შესაძლებლობის მოსწავლეებიც ჩართო და პროექტზე მუშაობისას, სწორედ შშმ ბავშვებთან ერთად იმუშავა. ამ ეტაპზე დემირელის კოლეჯის მოსწავლე ათასწლეულის გამოწვევის ინოვაციის კონკურსის ფინალისტიცაა და მცირედი აშორებს კიდევ ერთ წარმატებას. ახალგაზრდა გამომგონებელი, ახალციხელი კარლო ხუციშვილი დემირელის სახელობის კოლეჯის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა და იგი უკვე მრავალი პრიზისა და ჯილდოს მფლობელია.
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)