2016-12-27 14:20:29, 794 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი უცვლელი დარჩა
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის" 2017 წლის საყოფაცხოვრებო ტარიფი მრიცხველიანი და უმრიცხველო აბონენტებისთვის უცვლელი დარჩა, კომერციული ობიექტებისთვის კი ერთნახევარი თეთრით გაიზარდა, - აღნიშნული გადაწყვეტილება სემეკ-მა დრევანდელ სხდომაზე მიიღო.
ამასთან, სემეკის სხდომაზე "რუსთავის წყლის" და "მცხეთის წყლის" ტარიფებიც განიხილეს.
"რუსთავის წყლის" ტარიფი 0,45 თეთრით გაიზარდა არასაყოფაცხოვრებო მიმართულებით კომერციულ კომპანიებზე, ხოლო ვისაც მრიცხველი არ აქვს, მათთვის წყლის ტარიფი 13 თეთრით გაიზარდა.
რაც შეეხება „მცხეთის წყალს“, ამ შემთხვევაში სამომხმარებლო ტარიფი გამრიცხველიანებული და გაუმრიცხველიანებელი აბონენტების შემთხვევაში უცვლელი დარჩა, ხოლო კომერციული ტარიფი 1 ლარით შემცირდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან