|
2015-03-26 15:18:00, 560 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე თურქეთის რესპუბლიკის საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემების საქმეთა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კუდრეთ ბულბულსა და თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრეს და მუსულმანი მესხების რეპატრიაციის საკითხი განიხილეს. სუბარის განცხადებით, 2014 წელს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დამტკიცდა „ყოფილი სსრკ-ის მიერ მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია“ და ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. სტრატეგიის მიზანია დაბრუნების პროცესის გაადვილება და შემდგომი ადაპტაციის ხელშეწყობა. ამასთან, კუდრეთ ბულბულის განაცხადებით, ის მოხარულია, რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სტრატეგია და თავის მხრივ, თურქული მხარე მზად არის როგორც ფინანსურად, ისე მორალურად ხელი შეუწყოს მუსულმანი მესხების ღირესეულ დაბრუნებას.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)