11:58 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 11:25:28, 995 ნახვა

საზოგადოება
29-30 დეკემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში თბილი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი

საქართველოს ტერიტორიაზე  30 დეკემბრის ჩათვლით უმეტესად თბილი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.

დღეს დედაქალაქ თბილისში +10 გრადუსია ნავარაუდევი, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 29 დეკემბერს +8 გრადუსი  იქნება, შესაძლებელია მცირე წვიმა, 30 დეკემბერს +12 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ. აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რაიონებში  29-30 დეკემბერს  ტემპერატურა +10-დან +12 გრადუსამდე იმერყევებს. თუმცა, ცალკეულ ადგილებში, მაგალითად გორში, 28 დეკემბერს +5 გრადუსი სითბო და თოვლჭყაპია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აღნიშნულ ტერიტორიაზე დღეს ნალექია მოსალოდნელი. 29-30 დეკემბერს დასავლეთ საქართველოშიც კვლავ დათბება და ჰაერი +11-დან +16 გრადუსამდე გათბება.

საქართველოს   მაღალმთიან ადგილებში  თოვლს ელოდებიან. ასევე,  ნალექიან ამინდებს პროგნოზირებენ მთელ საქართველოში  31 დეკემბერეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics