20:50 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-26 23:09:57, 463 ნახვა

სპეციალური ანონსი
27 დეკემბრის სპეციალური ანონსი

27 დეკემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში ა(ა)იპ „ინსტიტუციური განვითარების ცენტრის“ პრეზენტაცია გაიმართება.
გახსნას დაესწრებიან - ორგანიზაციის ხელმძღვანელი, კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია, ეკონომისტი გივი კუპატაძე, საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზგადების (giz) სამართლის პროგრამის ჯგუფის ხელმძღვანელი შალვა პაპუაშვილი და კავკასიური სახლის აღმასრულბელი დირექტორი გიორგი კანაშვილი.

27 დეკემბერს, 10:30 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში - ქარვასლაში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითად მიმართულებებს წარუდგენს.
მის.: სიონის N8

27 დეკემბერს, 11:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
მის.: ბაგები, ჭავჭავაძის გამზირი #82; ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ასახვევის ბოლო)
საკ. პირები: სოფო ჭუმბურიძე - 599 120 009 ნინო პოტრჟებსკაია - 577 244 944

27 დეკემბერს, 12:00 საათზე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“, შპს ”რუსთავის წყალისთვის“, შპს ”მცხეთის წყალისთვის“ წყალმომარაგების ტარიფების დადგენაზე იმსჯელებენ. 
მის.: მიცკევიჩის N19 

27 დეკემბერს,13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, პასკალის პრემიის 2016 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. 

27 დეკემბერს, 13:00 საათზე, “თავისუფალი საქართველო” მთავარ პროკურატურაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ განცხადებას შეიტანს და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.
საკ. პირი: თენგო ომანიძე 599 299 338 
მის.: გორგასლის N24

27 დეკემბერს,13:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
მის.: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

27 დეკემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
მის.: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

27 დეკემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის ორგანიზებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ანიტინარკოტიკულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კომიტეტის წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართება. 
მის.: თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

27 დეკემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
მის.: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი - N516

27 დეკემბერს, 16:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
მის.: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი - N221

27 დეკემბერს, 16:30 საათზე, თბილისის მერიაში პროექტის „არაფორმალური განათლების მხადაჭერის ინიციატივა“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

27 დეკემბერს, 18:00 საათზე, კულტურის სამინისტროში, რიგით VIII თეატრალური პრემია „დურუჯის“ დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება. 
ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

27 დეკემბერს, 19:00 საათზე, ”თიბისი გალერეაში”, ელისო ბოლქვაძის ფონდის „ლირა“ საახალწლო კონცერტი გაიმართება. დასწრება თავისუფალია. 
მის.: მარჯანიშვილის 7, ”თიბისი ბანკის” სათავო ოფისი (მე-4 სართული)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გადაწყდა, რომ გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდება
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics