|
2016-12-26 20:13:22, 900 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი: ერთმანეთის გაძლიერებითა და გვერდში დგომით ჩვენ თვითონაც ვძლიერდებით
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი დღეს ორ საზოგადოებრივ ინიციატივაში ჩაერთნენ. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან "ექსპრესნიუსს" აცნობეს, გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა აქციას "იყიდე ქართული" შეუერთდნენ. აქციის ფარგლებში, პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ საახალწლოდ, ოჯახისათვის ავლაბრის ბაზარში და სასურსათო მაღაზიაში ქართული წარმოების პროდუქტები და მაღაზია „იმერში", ქუთაისის ფაბრიკაში შეკერილი სამოსი შეიძინეს. საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი მოუწოდებენ საზოგადოებას შეუერთდნენ აქციას და შეიძინონ ქართული პროდუქცია. დღესვე, საქართველოს პრეზიდენტი მეორე აქციასაც შეუერთდა. გიორგი მარგველაშვილი ქველმოქმედ აკა სინჯიკაშვილის აქციაშიც ჩაერთო, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის საახალწლო საჩუქრების დარიგებას ითვალისწინებს. გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, აკა სინჯიკაშვილს სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის საჩუქრები - ჩურჩხელები და ჩიჩილაკები გადასცა. „პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და გაგახსენოთ, რომ ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ხალხია, რომელსაც სწორი და კეთილი გადაწყვეტილებების მიღების საოცარი უნარი აქვს. დღეს მე შევუერთდი ორ აქციას. ერთი არის აქცია, რომ ჩვენ შევიძინოთ ჩვენი სამამულო პროდუქცია და ჩვენი სამამულო პროდუქციის შეძენით დავეხმაროთ ჩვენს წარმოებას და მეორე არის აქცია, რომელიც უკავშირდება სოციალურად დაუცველი ადამიანების მხარდაჭერას. ეს ორივე აქცია საზოგადოებიდან მოდის. ერთი გოგა ჩანადირის აქციაა, მეორე კი, აკა სინჯიკაშვილის აქციაა, რომელსაც ვუერთდები და მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა სხვების ძალიან სწორ წამოწყებებს გვერდში დავუდგე და იგივეს მოგიწოდებთ, თქვენც, ჩვენს მოქალაქეებს, ვისაც გვაქვს შესაძლებლობა ორივე, აი ამ ძალიან სწორ წამოწყებას დავუჭიროთ მხარი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გვახსოვდეს ის, რომ ერთმანეთის გაძლიერებით, ერთმანეთის გვერდში დგომით ჩვენ თვითონაც ვძლიერდებით", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)