|
2016-12-26 20:07:07, 888 ნახვა
საზოგადოება
UNESCO-მ ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა მსოფლიო მემკვიდრეობად გამოაცხადა
საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში, საზეიმო მიღება გაიმართა, რომელიც ქართული ანბანის მსოფლიოს არამატერიალური კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებას მიეძღვნა. ღონისძიების მასპინძელი „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“ იყო, მხარდამჭერები- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თიბისი ბანკი. ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და თიბისი ბანკის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე. „უპრეცედენტოა UNESCO-ს თან წარმატებული ურთიერთობის თვალსაზრისით ეს წელი, რადგან 1 წლის განმავლობაში ჩვენ სამ ისტორიულ წარმატებას მივაღწიეთ UNESCO-სთან. გახსოვთ, რომ ზაფხულში ჩვენ საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხდიდან ამოვიღეთ და ძირითად ნუსხაში დავაბრუნეთ მცხეთა, შემდეგ ანბანის აღიარება-საერთაშორისო მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი და სულ ორი კვირის წინ უკვე მცხეთისთვის განსაკუთრებული დაცვის სტატუსის მინიჭება UNESCO-ს მხრიდან. აქამდე სულ 10 ასეთი ობიექტი, ან ქალაქი იყო, რომელიც ამ სტატუსით სარგებლობდა მთელ მსოფლიოში. წარმოიდგინეთ, რამდენად რთული მისაღწევია ეს სტატუსი“,-აღნიშნა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. ქართული ანბანის მსოფლიო მემკვიდრეობად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება 30 ნოემბერს ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბებაში UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მე-11 სესიაზე მიიღო. შედეგად, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს. ღონისძიებაზე ასევე შედგა წიგნის „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ პრეზენტაცია, სადაც შეტანილია ქართული ანბანის ისტორია მისი სათავეებიდან დღემდე. წიგნი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, თიბისი ბანკის დაფინანსებით გამოიცა. თიბისი ბანკი პროექტში #წერექართულად ინიციატივის ეგიდით მონაწილეობს. #წერექართულად ქართული ანბანის პოპულარიზაციისთვის შექმნილი პროექტია, რომელიც თიბისი ბანკმა გასულს წელს დაიწყო და მისი მიზანი ქართული ანბანის გაცოცხლება, მისი პოპულარიზება, ციფრულ სამყაროში გადატანა და გამდიდრებაა. „ეს პროექტი ემსახურება ერთ მიზანს, დიდი მემკვიდრეობა, რომელიც ქართველ ხალხს გააჩნია და რაც მსოფლიოშია აღიარებული, გადავცეთ მომავალ თაობას ჯანსაღი და გასუფთავებული. ძალიან ხშირად ხდება ჩვენი ქართული ენის დამახინჯება, არასწორად გამოყენება და სწორედ ჩვენი ვალია, მომავალ თაობას დღესვე მივაჩვიოთ ამ არაჩვეულებრივი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართ სწორი დამოკიდებულა. ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს საქმე, ეს არ არის არც რომელიმე კერძო ადამიანის საქმე, ესაა თითოეული ჩვენთაგანის საქმე და ძალიან დიდი სიხარულით მინდა ხაზი გავუსვა ტენდენციას, რომელიც იკვეთება კერძო სექტორსა და სახელწმიფოს შორის სხვადასხვა პროექტებში თანამშრომლობის სახით. ჩვენ უკვე რამოდენიმე პროექტი განვახორციელეთ სახელმწიფოსთან ერთად სხვადასხვა სფეროში და როცა სახელწმიფო და კერძო სექტორი ფოკუსირებას აკეთებს პრობლემის გადაჭრაზე და ინაწილებენ ფუნქციებს, ძალიან კარგი შედეგი მოაქვს, რადგან ცალ-ცალკე არც სახელმწიფოს და არც კერძო სექტორს არ გააჩნია იმის ძალა და რესურსი, რომ დაგროვილი პრობლემები გადაიჭრას. ეს წიგნი, რომელიც ერთად გამოვეცით, არის სწორედ იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ითანამშრომლოს კერძო და სახელმწიფო სექტორმა“,-განაცხადა თიბისი ბანკის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძემ. დღემდე პროექტის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა, შეიქმნა ახალი, სრულიად უნიკალური ფონტები, გაციფრულდა ლექსიკონები, შეიქმნა ფონტების ინჟინერიის სასწავლო კურსები, რამაც საფუძველი ჩაუყარა სრულიად ახალ პროფესიას საქართველოში. გარდა ამისა, მულტინაციონალურ კომპიუტერულ კორპორაცია მაიკროსოფტთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ახალი სათარგმნი პლატფორმის შექმნაზე. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული არამატერიალური მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სამივე ელემენტი: ქვევრის ღვინო, ქართული მრავალხმიანობა და ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)