11:58 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-26 17:40:41, 840 ნახვა

საზოგადოება
სასაქონლო ნიშანი ‘’მაესტრო MAESTRO” სტუდია მაესტროს დაუბრუნდა

სასამართლოს გადაწყვეტილებით სასაქონლო ნიშანი ‘’მაესტრო MAESTRO” სტუდია მაესტროს დაუბრუნდა, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წარმოდგენილი სარჩელი, მოპასუხეთა ნაწილმა სცნო და სასარჩელო მოთხოვნებს დაეთანხმა. 

„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა მოსარჩელე შპს. ,,სტუდია მაესტროს" პარტნიორის გიორგი გაჩეჩილაძის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების: შპს „ტელეკომპანია მაესტროს”, შპს „სტუდია მაესტროს”, მაკა ასათიანის, მამუკა ღლონტის, ეკატერინე აკობიას, გიორგი ებრალიძის და ლევან ჩიკვაიძის მიმართ. დავის საგანს წარმოადგენდა შპს ,,სტუდია მაესტროს” დირექტორის მიერ პარტნიორთა თანხმობის გარეშე შპს. ,,ტელეკომპანია მაესტროსთვის“ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული სასაქონლო ნიშნის (,,მაესტრო MAESTRO”) შპს ,,სტუდია მაესტროსთვის“ დაბრუნება.

წარმოდგენილი სარჩელი, მოპასუხეთა ნაწილმა სცნო და დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 24 ოქტომბერს შპს “სტუდია მაესტროს” დირექტორის მიერ, საზოგადოების წესდებისა და ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაუცველად შპს ,,ტელეკომპანია მაესტროს” დირექტორთან დადებული ხელშეკრულება სასაქონლო ნიშნის (,,მაესტრო MAESTRO”) უსასყიდლოდ შპს ,,ტელეკომპანია მაესტროს” საკუთრებაში გადაცემის შესახებ, აღდგა სასაქონლო ნიშანზე შპს ,,სტუდია მაესტროს“ რეგისტრირებული უფლება და ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,სტუდია მაესტროს“ პარტნიორთა კრების 2015 წლის 16 ნოემბრის ოქმი. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში”, - აღნიშნულია განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics