|
2016-12-26 17:41:22, 810 ნახვა
საზოგადოება
N8 დაწესებულებაში პოეზიის საღამო გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში არასრულწლოვან ბრალდებულთათვის პოეზიის საღამო გაიმართა. პროექტის მონაწილეებმა სოსო მეშველიანმა, გიორგი არაბულმა, ლია ლიქოკელმა და ქეთევან დუმბაძემ საკუთარი და თანამედროვე პოეტების ლექსები წაიკითხეს. სტუმრები ასევე ბრალდებულებს პროექტ „ცოცხალი წიგნების“ შესახებ ესაუბრნენ და მათ სამომავლო გეგმებიც გააცნეს. როგორც უწყებიდან "ექსპრესნიუსს" აცნობეს, შეხვედრაზე არასრულწლოვანმა ბრალდებულებმაც წაიკითხეს ლექსები ცნობილი პოეტებისისა და საკუთარი შემოქმედებიდან. სტუმრებმა N8 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას წიგნები და ჟურნალები გადასცეს. პროექტის ხელმძღვანელმა ქეთევან დუმბაძემ ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საზოგადოებაში ინტეგრაციას. „N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოვიტანეთ კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები. მათ შორისაა დღიურები, პროზა და პოეზია იმ მწერლებისა, რომლებიც მონაწილეობას იღებენ პროექტ „ცოცხალ წიგნებში“. ძალიან ხშირად უნდა იყოს მსგავსი ღონისძიებები, რათა ამ ბავშვებს ვაჩვენოთ ბევრი სითბო და სიყვარული“- განაცხადა ქეთევან დუმბაძემ. პოეზიის საღამო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს შორის დადებული უწყებათაშორისი მემორანდუმის საფუძველზე გაიმართა. მისი მიზანი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაა.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)