11:56 - 29 Apr, 2026
|
2016-12-26 17:00:36, 1049 ნახვა
საზოგადოება
ზემო ფონიჭალაში ახალი სკვერი მოეწყო
ზემო ფონიჭალაში, მე-12 და მე-13 კორპუსების მიმდებარედ, ახალი სკვერი გაიხსნა. კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე კრწანისის გამგებელმა, გიორგი კოპალეიშვილმა, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან, ბექა ოდიშარიასთან და ქეთი მამულაშვილთან ერთად დაათვალიერა. მათივე ცნობით, გამგეობის დაფინანსებით, სკვერის ტერიტორიაზე მოეწყო ბილიკები და დეკორატიული განათება, დამონტაჟდა კაუჩუკის საფარიანი ორი საბავშვო მოედანი. გამწვანების ზოლში დაირგო ახალი ნარგავები და მოწესრიგდა სკვერის გასწვრივ მდებარე ავტოსადგომი. ახალი სკვერი თვითნებურად მოწყობილი ავტოფარეხების ადგილზე განთავსდა, რომელთა დემონტაჟი მოსახლეობასთან შეთანხმებით განხორციელდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)