11:58 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-26 14:33:41, 1019 ნახვა

საზოგადოება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამოქმედო არეალშიც სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა (სემეკ) ეროვნულმა კომისიამ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების 2017 წლის ტარიფები დაუდგინა.

სემეკის გადაწყვეტილებით, სამომხმარებლო ტარიფი კვლავ 0.4 კვ - 16.776 თეთრი/კვტსთ იქნება.

რაც შეეხება ელექტროენერგიის განაწილებისა და გატარების ტარიფს, მაღალ ძაბვაზე 148 მეათასედი თეთრით შემცირდება ტარიფი. ასევე ტარიფი მცირედით მცირდება დაბალ ძაბვაზე.  გარდა ამისა, კომერციული ტარიფი საშუალო ძაბვაზე გაიზარდა.

სემეკის თავმჯდომარის, ირინა მილორავას განმარტებით, აღნიშნული ზრდა განპირობებულია იმით, რომ კომპანიის განაწილების არეალიდან გავიდა ერთ-ერთი დიდი მომხმარებელი და შესაბამისად, გასანაწილებელი და გასატარებელი ელექტროენერგიის რაოდენობა შემცირდა.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გამანაწილებელი ქსელით ელექტროენერგიის გატარების ტარიფები ასეთია: 220/380 ვოლტი - 678თეთრი/კვტ/სთ; 3,3 – 6,10 კილოვოლტი - 2,683 თეთრი კვტ-სთ; 35 – 110 კილოვოლტი - 1,520 თეთრი/ვკტ/სთ.

ელექტროენერგიის განაწილების ტარიფები: 220/380 ვოლტი - 678 თეთრი/კვტ/სთ; 33 – 6,10 კილოვოლტი - 2,683 თეთრი/კვტ/სთ; 35 – 110 კილოვოლტი - 1,504 თეთრი/კვტ/სთ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics