11:58 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-26 11:00:05, 774 ნახვა

საზოგადოება
ქვემო ქართლში 4 000 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი გაუმჯობესდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“   ხრამ-არხის სარწყავი სისტემის    რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგად მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში   საირიგაციო მომსახურება გაუმჯობესდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა და ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა მოინახულეს.

 ლევან დვალის განცხადებით, მიმდინარე სამუშაოების შედეგად, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 4 000 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი.

„30 წელზე მეტია ხრამ-არხზე სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. მიმდინარე რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, ვინაიდან ხელს შეუწყობს მოსავლიანობის ზრდას,"- აღნიშნა პაატა ხიზანაშვილმა. 

2012 წლიდან ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 23 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი  მიწის ფართობი რეგიონში 46 250 ჰეტქრამდეა გაზრდილი.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics