|
2016-12-26 10:54:31, 860 ნახვა
საზოგადოება
თბილისში 400 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა
400 დევნილი ოჯახი თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ბინას მიიღებს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დადიანის ქუჩაზე 200 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, თბილისის მერი დავით ნარმანია და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი გია ვოლსკი გადასცემენ. მათივე ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე, ეგრეთ წოდებულ „ოლიმპიურ სოფელში“ არსებული 200 ბინის გასაღებებს კი დევნილი ოჯახები 2017 წლის იანვარში მიიღებენ. დადიანის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში არსებული 200 ბინიდან, 148- ერთოთახიანი, 27- ოროთახიანი და 25- სამოთახიანი. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, თბილისში 12 ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცათ. სულ ჯამში თბილისში, უკვე 29 ნგრევადი ობიექტია დახურული. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)