2016-12-25 15:40:01, 1238 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა ებრაელ თანამოქალაქეებს ხანუქას დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ებრაელ თანამოქალაქეებს ხანუქას დღესასწაული მიულოცა.
„ძვირფასო მეგობრებო, გულითადად გილოცავთ ხანუქას - გამარჯვების, კურთხევის, განწმენდის, მარადიული განახლების დიდ დღესასწაულს.
ქართველებმა და ებრაელებმა კარგად ვიცით ძმობისა და თანამშრომლობის ფასი. ჩვენი ათასწლოვანი ურთიერთობა ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის მეგობრობის საუკეთესო მაგალითია.
ვუერთდები თქვენ სიხარულს და მშვიდობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენ ოჯახებს“,-ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან