2016-12-25 15:34:57, 1048 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქის ექიმი: ილია მეორეს სავარაუდოდ ინფექცია აქვს გრიპის ვირუსით, რომელიც მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს
„უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს სავარაუდოდ აქვს ინფექცია გრიპის ვირუსით, რომელიც მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს“,-ამის შესახებ პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა.
ექიმის ინფორმაციით, უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
„სავარაუდოდ, აქ არის ინფექცია, გრიპის ვირუსით. დაავადება მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს. სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ გართულებების თავიდან ასაცილებლად. ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება“,-აღნიშნა ექიმმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან