|
2016-12-25 11:15:17, 906 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: ფასდაუდებელია ის ღვაწლი, რომელიც პატრიარქმა ქართველი ერის სულიერი ამაღლებისა და განმტკიცებისთვის გასწია
„მართლაც ფასდაუდებელია ღვაწლი, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ქართველი ერის სულიერების ამაღლებისა და განმტკიცებისთვის გასწია“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მან უწმინდესს და უნეტარეს აღსაყდრებიდან 39-ე წლისთავი მიულოცა. „დღეს ჩვენი ქვეყანა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების 39-ე წლისთავს აღნიშნავს. მართლაც ფასდაუდებელია ღვაწლი, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ქართველი ერის სულიერების ამაღლებისა და განმტკიცებისთვის გასწია. მისი წინამძღოლობით აშენდა და აღდგა უამრავი ეკლესია-მონასტერი, ამოქმედდა შორეულ კუთხეებში მიტოვებული ეკლესიები, განახლდა სამონასტრო ცხოვრება. ისტორიისთვის ამ უმოკლეს დროში, ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ გამოიარა უმძიმესი პერიოდები და სწორედ ეკლესია და პატრიარქის სიტყვა იყო ამ დროს ყველაზე დიდი იმედი. დღემდე სამაგალითოა მისი სულიერი სიმტკიცე, სიბრძნე, თავმდაბლობა, შემწყნარებლობა და მოთმინების უნარი. მთელი გულით ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღეს. ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებ, კიდევ მრავალ წელს გააძლიეროს მისმა ლოცვა-კურთხევამ ჩვენი ქვეყანა“,-განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)