2016-12-25 10:44:51, 1116 ნახვა
საზოგადოება
კათოლიკური სამყარო დღეს ქრისტეს შობას აღნიშნავს
კათოლიკური სამყარო დღეს ქრისტეს შობას აღნიშნავს.
რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა გვიან ღამით ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში საშობაო მესა აღავლინა. ღვთისმსახურებას ათასობით ადამიანი დაესწრო.
ყველაზე მასშტაბურად კათოლიკური შობა ბეთლემში აღინიშნება, სადაც გადმოცემის თანახმად ქრისტე იშვა. ტრადიციულად, ზეიმის ცენტრად შობის სახელობის ეკლესია იქცევა. მორწმუნე კათოლიკეების წინაშე იერუსალიმის პატრიარქი წარსდგება.
კათოლიკურ შობას ზეიმობენ საქართველოშიც. თბილისში რამდენეიმე კათოლიკური ეკლესიაა, სადაც საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები იკრიბებიან და სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ესწრებიან.
საშობაო ტრადიციებს იტალიაში ჩაეყარა საფუძველი, რომელიც შემდეგ მთელ კათოლიკურ სამყაროში გავრცელდა.
დღეისათვის მსოფლიოში მილიარდზე მეტი კათოლიკეა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან