2016-12-24 23:47:18, 1949 ნახვა
საზოგადოება
ვაკეში, საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხთან მამა გიორგის ესროლეს
თბილისში, ვაკეში მამა გიორგი ცნობილაძეს ესროლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, შემთხვევა მამა შალვა კეკელიამ დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერი პირს წყნეთის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხთან ესროლეს.
"რუსთავი 2"-ის ცნობით, შს სამინისტროში თავდასხმის ფაქტი დაადასტურეს და განმარტეს, რომ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან