20:50 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-24 22:52:48, 580 ნახვა

სპეციალური ანონსი
25 დეკემბრის სპეციალური ანონსი

25 დეკემბერს, 09.00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ ისრაელის საერთაშორისო გამოწვევების, ჰასბარასა და გაფართოებული ახლო აღმოსავლეთის საკითხებისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართება.

25 დეკემბერს, 12:00 საათზე, ”მზიურის კაფე“ სპეციალურად ბავშვებისთვის პროექტს ”საკვი-რაო“ იწყებს, პირველი ღონისძიება მთლიანად დაეთმობა საახალწლო თემატიკას.

25 დეკემბერს, 12:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საკვირაო სკოლის ,,BTU kids’’- ის მსმენელები, საკუთარი ბიზნესიდეების პრეზენტაციას გამართავენ. სტარტაპსესია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სივრცეში მოეწყობა.
მის: თბილისი, ბაგები, ჭავჭავაძის 82 ( სამხარაულის სახ. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამოსახვევის ბოლოს)

25 დეკემბერს 14:00 საათზე, თბილისის ძიუდოს აკადემიაში მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებების ფესტივალი გაიხსნება. გახსნის ცერემონიალს იაპონიის ელჩი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი დაესწრებიან.
საკონტაქტო პირი: მარიამ ონეზაშვილი 599 18 07 44; 2 19 05 94

25 დეკემბერს, 17:00 საათზე, ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ორგანიზატორები არიან საქველმოქმედო ფონდი „ღვთისშვილები“ და სამხატვრო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა.
მის.: რუსთაველის # 29, სასტუმრო „ბილტმორი“.

25 დეკემბერს, 19:00 საათზე, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, განახლებულ აღმაშენებელზე ”ახალ ტფილისში” ბექა გოჩიაშვილის კონცერტი გაიმართება.

25 დეკემბერს, 20:30 საათზე, დედაენის ბაღში, საახალწლო ქალაქი ვახტანგ კახიძის კონცერტით ”საშობაო ზღაპარი” გაიხსნება, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია ოჯახთან ერთად დაესწრება. 
საკონტაქტო პირი: თამუნა ხომერიკი 595 09 31 43 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გადაწყდა, რომ გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდება
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics