11:56 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-24 12:27:19, 1130 ნახვა

საზოგადოება
ფოთის პორტი შეფერხებების გარეშე მუშაობს

ბოლო დღეებში ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ფოთის საზღვაო ნავსადგურმა შეძლო მოლოდინის რეჟიმში მყოფი საკონტეინერო გემების უმრავლესობის მიღება და  24 საათიან რეჟიმში, შეფერხებების გარეშე განაგრძობს მუშაობას.  ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ხელმძღვანელობის ნავსადგურის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ეკონომიკის სამინისტროს უწყებების ხელმძღვანელებმა ფოთის საზღვაო ნავსადგური დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ  პორტში არსებულ მდგომარეობას. მათი ინფორმაციით, 23 დეკემბრის მდგომარეობით, პორტში შესვლას ელოდებოდა მხოლოდ ერთი საკონტეინერო გემი, რომლის მიღებასაც პორტი შეძლებს დამუშავების პროცესში მყოფი სხვა გემებისგან ნავმისადგომის გამოთავისუფლების შემდეგ.

ფოთის ნავსადგურში ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები კვლავ უწყვეტად მიმდინარეობს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში პორტში შესასვლელი არხიდან ამოღებული და გადატანილია 12685 კუბ.მ გრუნტი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics