22:21 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 12:39:52, 286 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი გოგი თოფაძის პოზიციას არ იზიარებს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „მრეწველების“ ლიდერის განცხადებას, იმასთან დაკავშრებით, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში უფრო უკეთესად იქნება, არ იზიარებს. 

ამის შესახებ მან მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერმა  ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ თოფაძის აღნიშნულ განცხადებას დიდ დროს ნუ დაუთმობენ. 

„“მრეწველების“ პარტია, ისევე, როგორც სხვა პარტიები, რომლებიც კოალიციაში შედიან, ოფიციალურად იზიარებენ ჩვენს მიერ განცხადებულ პოზიციას, იქნება ეს საგარეო, საშინაო თუ სხვა პოლიტიკა. რაც შეეხება გოგი თოფაძის განცხადებებს, მე რა თქმა უნდა არ ვიზიარებ, ეს მისი პირადი აზრია, ეს არ წარმოადგენს კოალიციის აზრს. ამ შემთხვევაში და ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ  მისი ეს განმარტება არის ზედმეტად აჟიტირებული და მე არ გირჩევდით, რომ დიდი დრო დახარჯოთ ამ თემაზე,  ვინაიდან ეჭვი არავის არ ეპარება, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა აბსოლუტურად ნათელია. ჩვენ ამასთან კონსესუსი გვაქვს და მთავრობა ამ კურსს და პოლიტიკას ეფექტიანად ახორციელებს. ასე, რომ ჩემთვის რა თქმა უნდა მიუღებელია ეს განცხადება, მაგრამ ამაში რაღაც ტრაგიკული და განსაკუთრებული არაფერია.  მე ვფიქრობ, ეს არის გოგი თოფაძის, როგორც მოქალაქის პირადი შეხედულება და ეს არ წარმოადგენს ჩვენი კოალიციის აზრს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მან იმედი გამოთვა, რომ გოგი თოფაძე და ზოგადად „მრეწველების“ პარტია კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მათ აზრს, რომ ისინი მთავრობის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას სრულად იზიარებენ. 
შეგახსენებთ, გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ საქართველო ნატო–ს წევრი ვერასდროს ვერ გახდება და დროა, ქვეყანამ ევრაზიულ კავშირზე უნდა იფიქროს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics