|
2015-03-26 12:30:20, 439 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი პარლამენტში მისი მოხსენების ნებისმიერ ფორმატს მიესალმება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშივლი პარლამენტში მისი მოხსენების ნებისმიერ ფორმატს მიესალმება. ამის შესახებ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პარლამენტის გადასაწყვეტია, თუ რა ფორმატით წარიმართება პრეზიდენტის მოხსენება. „რაც შეეხება გამოსვლის ფორმატს, ბუნებრივია გამოსვლა შეეხება იმ განვლილ ერთ წელიწადს, რომელიც ჩვენ ერთად განვლეთ. იმ მიღწევებს და იმ პრობელმებს, რომელიც გამოწვევების სახით აქვს ჩვენს საზოგადოებას, იმ ქმედებებს, რაც ჩვენი აზრით უნდა განვახორციელოთ იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად გადავძლიოთ ბევრი ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანა. რაც შეეხება ფორმატს, ჩვენ პატივს ვცემთ პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს და პარლამენტის გადასწაყვეტია, თუ რა ფორმატში წარიმართება ჩემი მოხსენების შემდგომი განხილვა, იქნება ეს დებატები, თუ გამოსვლები. მე მზად ვარ და მივესალმები ყველა ფორმატს“, - განაცხადა მარგველაშვილმა. ამასთან, პრეზიდენტის მოხსენებაზე მთავრობის წევრების დასწრებასთან დაკავშირებით, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ტრადიციაა და მას პატივი უნდა სცენ. „ჩვენ გვაქვს ტრადიცია პრეზიდენტის მოხსნებეაზე დასწრების. ვფიქრობ, ეს ტრადიცია არ უნდა გადავფაროთ. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციაა. არცერთ კონსტიტუციაში, არც კანონმდებლობაში, აქამდე ასე არ ყოფილა გაწერილი. ეს არის ტრადიცია, რომელსაც ჩვენ პატივი უნდა ვცეთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)