03:53 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 12:19:18, 579 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ლარი ზაფხულში დასტაბილურდება

პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ლარი დოლართან მიმართებაში აღარ გაუფასურდება და იმ ნიშნულს შეინარჩუნებს, რაც დღეს არის. 

როგორც მან მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, ლარი  ზაფხულში დასტაბილურდება. 

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შეგვენარჩუნებინა ის ნიშნული, რომელიც ახლა დაფიქსირდა. ლარის დასტაბილურებისთვის ჩვენი მთავრობა აკეთებს ყველაფერს. ეროვნული ბანკის პოლიტიკა იყო განსჯის საგანი, მაგრამ იყო სავალუტო მისია ჩამოსული, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები, მთავრობა იყო ჩართული. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს პორცესები ნაკლებად მტკივნეულად წარმართულიყო. მოვახერხეთ ეს?!– რა თქმა უნდა ვერა, რადგან ეს ძალიან რთულია. ამის რესურსი მთავრობას არ გააჩნია.  მე ერთხის მხრივ რა თქმა უნდა მერიდება, უნდა ვუთხრა მოსახლეობას, უნდა ვანუგეშო, რომ ეს სიტუაცია დროზე ადრე შეიცვლება, მაგრამ აქვე არ მაქვს კონკრეტული რეცეპტი, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ დგომაროებიდან დღეს ან ხვალ, ამას შეიძლება დასჭირდეს რამოდენიმე თვე. ჩვენ ველოდებით, რომ ლარი კიდევ უფრო დასტაბილურდება ზაფხულის თვეში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ეროვნული ვალუტა გამყარდეს, ქვეყანაში რამოდენიმე მსხვილი პროექტი განხორციელდება. 

მას აქვს მოლოდინი, რომ საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვა და ტურისტების რაოდენობაც გაიზრდება. 

„რამდენიმე პროექტი განხორციელდება, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.  ჩვენ ველოდებით,  რომ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვა წელს საქართველოში. ეს კი რა თქმა უნდა ლარს დაასტაბილურებს. ასევე ველოდებით, რომ ტურისტების რაოდენობის ზრდა გვექნება. ზაფხულისთვის ჩვენი პროგნოზია, რომ სიტუაცია დასტაბილურდება“, – განაცხადა ირაკლი ღრიბაშვილმა. 

პრემიერის თქმით, ექსპერტების შეფასებით, ქვეყანამ კრიზისული პერიოდი გადალახა და ლარი დოლართან მიმართებაში აღარ გაუფასურდება. 

„ ეს კრიტიკული პერიოდი, ექსპერტების მოსაზრებაა, რომ გადალახული გვაქვს.  მათი პროგნოზია, რომ ლარი ზევით აღარ წავა.   ახლა მოსალოდნელია , რომ თვეების მიხედვით ეტაპობრივად ჩამოვიდეს ქვევით“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ოფიციალური კურსით, დღეს, 1 დოლარი 2.22 ლარია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics