|
2016-12-23 17:34:23, 805 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი სოფელ აბანოში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, სოზარ სუბარი სოფელ აბანოს საბავშვო ბაღს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ხელმძღვანელთან საქართველოში სიმონე ვოლკენთან და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელთან შომბი შარპთან ერთად ეწვია. უწყების ინფორმაციით, სოფელ აბანოში საბავშვო ბაღი 2016 წლის ზაფხულში დაფუძნდა. ბაღი გამყოფი ხაზის მიმდებარე 3 სოფლიდან - აბანოდან, საციხურიდან და კოდიდან 24 ბავშვს ემსახურება. საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და საჭირო ინვენტარით აღჭურვა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. (NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)