14:23 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 17:03:21, 1862 ნახვა

პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა ცნობილია

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა ცნობილია.

კომისიის შემადგენლობის დამტკიცების  შესახებ ბრძანება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უკვე გამოსცა.

„მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 15 დეკემბერის N65-Iს დადგენილებით დამტკიცებული საკონსტიტუციო კომისიის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1. ირაკლი კობახიძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე.

2. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ა) თამარ ჩუგოშვილი; ბ) არჩილ თალაკვაძე; გ) ზვიად ძიძიგური; დ) გიორგი ვოლსკი; ე) ილია ნაკაშიძე; ვ) მამუკა მდინარაძე; ზ) კახა ოქრიაშვილი; თ)კობა ნარჩემაშვილი; ი) სიმონ ნოზაძე; კ) ნინო გოგუაძე; ლ) ეკა ბესელია; მ) ვანო ზარდიაშვილი; ნ) დავით მათიკაშვილი; ო) გიორგი კახიანი; პ) ირაკლი სესიაშვილი; ჟ) გიორგი ლილუაშვილი; რ) სოფო კილაძე; ს) გედი ფოფხაძე; ტ) მანანა კობახიძე; უ) ზაქარია ქუცნაშვილი ფ) ზაზა გაბუნია; ქ) სავალან მირზოევი; ღ) ენზელ მკოიანი.

3. საპარლამენტო უმცირესობიდან ა) სერგი კაპანაძე; ბ) ოთარ კახიძე; გ) გიორგი ტუღუში; დ) ზურაბ ჭიაბერაშვილი; ე) ხათუნა გოგორიშვილი; ვ) სალომე სამადაშვილი; ზ) მამუკა ჩიქოვანი; თ) ირაკლი აბესაძე.

4. ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებიდან"  ა) ირმა ინაშვილი; ბ) ნატო ჩხეიძე.

5. პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი: ა) სალომე ზურაბიშვილი.

6. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე იმ პარტიების და იმ ბლოკების პირველი ნომერი პარტიების თითო წარმომადგენელი, რომელთაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, მაგრამ მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 3% მაინც:​ ა) შალვა შავგულიძე (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - „თავისუფალი დემოკრატები“); ბ) დიმიტრი ლორთქიფანიძე (პოლიტიკური პარტია - „დემოკრატიული მოძრაობა − ერთიანი საქართველო“); გ) გიორგი გუგავა („საქართველოს ლეიბორისტული პარტია“); დ) ნიკა მაჭუტაძე (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“).

7. გიორგი აბაშიშვილი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. 8. ანა დოლიძე - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. 9. თეა წულუკიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 10. შალვა თადუმაძე - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. 11. ზაზა თავაძე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. 12. ნინო გვენეტაძე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 13. დავით გაბაიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 14. ზურაბ პატარაძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 15. გია გვაზავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 16. ვახტანგ ყოლბაია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. 17. უჩა ნანუაშვილი - საქართველოს სახალხო დამცველი. 18. კობა გვენეტაძე - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. 19. ლაშა თორდია - გენერალური აუდიტორი. 20. დავით რაქვიაშვილი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

 

21. ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: ა) ანა ნაცვლიშვილი (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია); ბ) ეკა გიგაური (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო); გ) მიხეილ ბენიძე (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება); დ) ვახტანგ ნაცვლიშვილი (ღია საზოგადოება − საქართველო); ე) ლაშა ტუღუში (საქართველოს ეროვნული პლატფორმა); ვ) არნო სტეპანიანი (მრავალეროვანი საქართველო); ზ) დავით ასათიანი (საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია); თ) რატი ბრეგაძე - ექსპერტი; ი) ვასილ გონაშვილი - ექსპერტი; კ) ავთანდილ დემეტრაშვილი - ექსპერტი; ლ) ვახტანგ მენაბდე - ექსპერტი; მ) შალვა პაპუაშვილი - ექსპერტი; ნ) ზაზა რუხაძე - ექსპერტი; ო) მინდია უგრეხელიძე - ექსპერტი; პ) თენგიზ შარმანაშვილი - ექსპერტი; ჟ) ვახტანგ ძაბირაძე - ექსპერტი; რ) ჯონი ხეცურიანი - ექსპერტი; ს) ვახტანგ ხმალაძე - ექსპერტი", - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics