09:25 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 17:02:13, 758 ნახვა

საზოგადოება
პროგრამა ინიციატივების ფარგლებში დატრენინგებული ახალგაზრდები წარმატებულ სტარტაპებს შეხვდნენ

 პროგრამა „ინიციატივების მართვის" ფარგლებში რეგიონების (ზუგდიდი, ხარაგაული, ჭოპორტი, ბაღდათი) დატრენინგებული ახალგაზრდებისთვის თბილისის ტექნოპარკში ღონისძიება გაიმართა.

პროგრამის მონაწილეები ღონისძიებაზე  შეხვდნენ ახალგაზრდა წარმატებულ სტარტაპებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება  გაუზიარეს მათ.

მონაწილეები ასევე გაეცნენ ტექნოპარკის პროგრამებსა და სერვისებს და დაათვალიერეს აქ წარმოდგენილი მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობები. მონაწილეებმა წარადგინეს საკუთარი პროექტები, რა გააკეთეს ტრენინგების ფარგლებში, რა შეიცვალა პროგრამის განმავლობაში ასევე  სამომავლო გეგმები და მიიღეს უკუკავშირი.  ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.  ღონისძიება  კიდევ ორი დღის განმავლობაში(23,24,25 დეკებერი) გაგრძელდება.

პროგრამა „ინიციატივების მართვა"  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით  განხორციელდა.  პროგრამა რამდენიმე ეტაპს მოიცავს.  პირველ ეტაპზე მოხდა ზუგდიდის ტექნოპარკის, ასევე ხარაგაულის,ბაღდათისა და ჭოპორტის ინოვაციების ცენტრების მენეჯერთა გადამზადება, ინიციატივების მართვის და ინოვაციურიახალგაზრდული კლუბების ჩამოყალიბების მიმართულებით.

პროექტის მეორე ეტაპი მოიცავდა ტრენერთა გადასამზადებელ ტრენინგს, რომლის ფარგლებშიც მსურველებს უფასოდჩაუტარდათ ტრენინგი ტრენერობისათვის საჭირო უნარჩვევების გასავითარებლად.

სულ გადამზადდა 38 ადამიანი, აქედან 20-ზე მეტმა მონაწილემ შეძლო პროექტის შემდეგ ეტაპზე გადასვლა.გადამზადებულ ტრენერთა ჩართულობით კი რეგიონებში დეკემბერში ჩატარდა ინტენსიური ტრენინგები ადგილობრივი მოსახლეობისათვის ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებებით.

პროექტის მიზანია, ახალგაზრდებმა ისწავლონ  როგორ განავითარონ იდეა, დაამუშავონ სხვადასხვა პროექტები მინიმალური დანაჯარხით. ეს პროცესი ხელსშეუწყობს ქვეყანაში მომავლის პროფესიების დამკვიდრებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ინოვატორების გაჩენას, რაც  გაზრდის საერთაშორისო ბაზარზეგასვლის პოტენციალს. ეს არის უნიკალური შანსი ერთის მხრივ, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გაიღრმავონ ცოდნა, მეორე მხრივ ბიზნესისთვის - გაზარდონსაკუთარი ეფექტურობა და კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე.

ინოვაციების და ტენოლოგიების სააგენტოს მიერ პროგრამა ინიციატივების ფარგლებში დატრენინგებული ახალგაზრდები წარმატებულ სტარტაპებს შეხვდნენ 

23 დეკემბერს, პროგრამა „ინიციატივების მართვის" ფარგლებში რეგიონების(ზუგდიდი, ხარაგაული, ჭოპორტი, ბაღდათი) დატრენინგებული ახალგაზრდებისთვის თბილისის ტექნოპარკში ღონისძიება გაიმართა,  პროგრამის მონაწილეები ღონისძიებაზე  შეხვდნენ ახალგაზრდა წარმატებულ სტარტაპებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება  გაუზიარეს მათ. მონაწილეები ასევე გაეცნენ ტექნოპარკის პროგრამებსა და სერვისებს და დაათვალიერეს აქ წარმოდგენილი მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობები. მონაწილეებმა წარადგინეს საკუთარი პროექტები, რა გააკეთეს ტრენინგების ფარგლებში, რა შეიცვალა პროგრამის განმავლობაში ასევე  სამომავლო გეგმები და მიიღეს უკუკავშირი.  ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.  ღონისძიება  კიდევ ორი დღის განმავლობაში(23,24,25 დეკებერი) გაგრძელდება.

პროგრამა „ინიციატივების მართვა"  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით  განხორციელდა.  პროგრამა რამდენიმე ეტაპს მოიცავს.  პირველ ეტაპზე მოხდა ზუგდიდის ტექნოპარკის, ასევე ხარაგაულის,ბაღდათისა და ჭოპორტის ინოვაციების ცენტრების მენეჯერთა გადამზადება, ინიციატივების მართვის და ინოვაციურიახალგაზრდული კლუბების ჩამოყალიბების მიმართულებით.

პროექტის მეორე ეტაპი მოიცავდა ტრენერთა გადასამზადებელ ტრენინგს, რომლის ფარგლებშიც მსურველებს უფასოდჩაუტარდათ ტრენინგი ტრენერობისათვის საჭირო უნარჩვევების გასავითარებლად.

სულ გადამზადდა 38 ადამიანი, აქედან 20-ზე მეტმა მონაწილემ შეძლო პროექტის შემდეგ ეტაპზე გადასვლა.გადამზადებულ ტრენერთა ჩართულობით კი რეგიონებში დეკემბერში ჩატარდა ინტენსიური ტრენინგები ადგილობრივიმოსახლეობისათვის ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებებით.

პროექტის მიზანია, ახალგაზრდებმა ისწავლონ  როგორ განავითარონ იდეა, დაამუშავონ სხვადასხვა პროექტები მინიმალური დანაჯარხით. ეს პროცესი ხელსშეუწყობს ქვეყანაში მომავლის პროფესიების დამკვიდრებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ინოვატორების გაჩენას, რაც  გაზრდის საერთაშორისო ბაზარზეგასვლის პოტენციალს. ეს არის უნიკალური შანსი ერთის მხრივ, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გაიღრმავონ ცოდნა, მეორე მხრივ ბიზნესისთვის - გაზარდონსაკუთარი ეფექტურობა და კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics