|
2016-12-23 14:00:29, 854 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ელექტრონული მონიტორინგის სისტემის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში ასოცირების შეთანხმების ელექტრონული მონიტორინგის სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, საქართველოში შვედეთის ელჩმა მარტინა ქუიკმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროგრამების ხელმძღვანელმა ნათია ნაცვლიშვილმა გახსნეს. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასოცირების შეთანხმების ელექტრონული მონიტორინგის სისტემით ისარგებლებს 30-მდე საჯარო უწყების თანამშრომელი, რომლებიც ჩართულნი არიან ასოცირების შეთანხმების ანგარიშების მომზადებაში, მონიტორინგსა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვაში. საჯარო მოხელეებს შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინ რეჟიმში შეიყვანონ მონაცემები სისტემაში, რაც ხელს შეუწყობს შეცდომების მინიმიზაციას და უწყებათა შორის ეფექტიან კოორდინაციას. სისტემა 2017 წლის იანვრიდან ამუშავდება და მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ თვალი ადევნონ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების პროგრესს სპეციალური ვებ-პორტალის მეშვეობით. ელექტრონული მონიტორინგის სისტემა შემუშავდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ერთობლივი ინიციატივის-„მმართველობის რეფორმის ფონდი“ (GRF) ფარგლებში. სისტემის შექმნას წინ უძღოდა საჭიროებების კვლევა, რომელიც PwC-ისა და პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) მიერ დიდი ბრიტანეთის მთავრობის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) ფარგლებში შემუშავდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)