03:53 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 11:25:44, 553 ნახვა

ეკონომიკა
ღარიბაშვილი: ლარის კურსთან დაკავშირებული მოვლენები, საგარეო ფაქტორების ზეგავლენის ადეკვატურად განვითარდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან შეხვედრისას ეროვნული ვალუტის გაუფასურებასა და ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებასთნ დაკავშირებით განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთა. 

როგორც მან განაცხადა, ქვეყანაში დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარეობს. 

მან, რამოდენიმე ქვეყანა, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა  მოიყვანა მაგალითად, სადაც ასევე მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. 

„ბოლო პერიოდში რეგიონში რთული ვითარებაა.  ეს ჩვენს ქვეყანას ეკონომიკის კუთხით შეეხო, ამიტომ ამ ეტაპზე მთავრობის უპირველესი ამოცანაა, რამდენადაც შესაძლებელი იქნება სწრაფად გავუმკლავდეთ პრობლემებს, რომლებიც მოსახლეობისთვისაა მტკივნეული. ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევა მიმართული იქნება იმისკენ, რომ ეს პრობლემები მაქსიმალურად მოკლე ვადაში იქნას აღმოფხვრილი, რათა მოსახლეობამ ეს სირთულეები უმტკივნეულოდ გადაიტანოს. ლარის კურსთან დაკავშირებული მოვლენები, სწორედ იმ საგარეო ფაქტორების ზეგავლენის ადეკვატურად განვითარდა, რაც რეგიონის სხვა ქვეყნებში  ხდება. სავალუტო კურსზე დიდი ზეგავლენა მოახდინა დოლარის გამყარებამ მთელ მსოფლიოში, აბსოლიტურად ყველა ვალუტის მიმართ, მათ შორის ევროსი. ასევე რეგიოში არსებულმა რთულმა პოლიტიკურ–ეკონომიკურმა ვითარებამ განაპირობა, რომ ჩვენი ვალუტა გაუფასურდა. მაგრამ, ჩვენ არ ვართ გამონაკლისი, ეს შეხო რეგიონის ყველა ქვეყანას. მინდა, რამდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ, ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა აზერბაიჯანი, რომელიც არის ჩვენზე 2–3 ჯერ მეტად  მდიდარი სახელმწიფო, დეკემბერში ამ ქვეყანამ  დახარჯა 1. 2 მილიარდი დოლარი იმისათვის, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი ვალუტის კურსი, იანვარში მილიარდი დოლარი, თებერვალში კი მოხდა 34 %–ით ერთ დღეში გაუფასურება.  სომხეთში ანალოგიური ვითარებაა.  ნახევარ მილიარდზე მეტი დახარჯეს , მაგრამ ვერ შეინარჩუნეს კურსი. მოლდოვაში ანალოგიური ვითრებაა, დაახლოებით 700 მილიონამდე დაიხარჯა მათი რეზერვები.  ჩვენთან მოხდა დაახლოებით 160 მილიონი დოლარის დახარჯვა  და გვაქვს პრაქტიკულად იგივე ვითარება რაც სხვა ქვეყნებშია“,– აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

მისივე თქმით, დოლარი  ასევე ევროს მიმართაც გამყარდა.  

„ანალოგიური ვითარებაა ევროპის სხვა სახელწმიფოებში.  ევროს მიმართაც გამყარდა დოლარი“, – განაცხადა პრემიერმა. 

ღარიბაშვილის შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე უკრაინასა და რუსეთში შექმნილმა ვითარებამაც იქონია გავლენა. 

„რა თქმა უნდა, ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, უკრაინაში და რუსეთში განვითარებული მოვლენები ნეგატიურ ეფექტს ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე“, – განაცხადა  ირაკლი ღარიბაშვილმა და აქვე დასძინა, რომ მთავრობამ, სწორედ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე გადაწყვეტილება მიიღო. 

„თუმცა, ხარჯების შემცირება არც ერთ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტს არ შეეხება“, – აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics