2016-12-23 12:28:45, 969 ნახვა
საზოგადოება
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს.
არჩევნებში კომიტეტის მოქმედი პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი მონაწილეობენ.
კანდიდატი არჩეულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ მას ხმას მისცემს დელეგატთა ნახევარზე მეტი.
ხმის უფლებით სარგებლობენ სპორტული ფედერაციები, ოლიმპიური ჩემპიონები, ხუთი არაოლიმპიური სახეობის წარმომადგენელი. განსაკუთრებული დამსახურებისთვის ხმის მიცემის უფლება აქვთ ნონა გაფრინდაშვილს, ჯანო ბაგრატიონს, თენგიზ გაჩეჩილაძეს.
არჩევნებში 136 ხმის უფლების მქონე დელეგატია. ხმის მიცემა ფარულად მიმდინარეობს.
ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს არჩეული პრეზიდენტი ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან