09:26 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 11:03:20, 797 ნახვა

საზოგადოება
ზაალ მიქელაძე „მაგნოლია 2016“-ის დაჯილდოებას დაესწრო

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ღონისძიებას დაესწრო, რაც რეგიონში საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტული ობიექტები გამოვლენას ითვალისწინებდა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გამარჯვებულ კომპანიებს სიმბოლურად სიგელები გადასცეს.

ფორუმზე პირველი გამარჯვებული კომპანია, სასტუმრო ,,ჰილტონი", სიმბოლურად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გამოავლინა.

,,ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ბათუმი, აჭარა 12 თვის განმავლობაში მაქსიმალურად არის ჩართული სხვადასხვა სექტორის სხვადასხვა დარგში. ტურიზმის მიმართულებით დღეს დაჯილდოვდა არაერთი კომპანია. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ტურიზმის დეპარტამენტს, ზოგადად სექტორს ჩართულობაში. რაც შეიძლება ბევრი ტურისტი უნდა შემოვიდეს რეგიონში. ჩვენ ვავითარებთ სპორტულ ტურიზმს, აგროტურიზმს, საზღვაო ტურიზმს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარება და განვითარებულ ტურიზმთან ერთად ჩვენ გვჭირდება განვითარებული სერვისი", - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ტურიზმის ინდუსტრიის საუკეთესო სერვისის მქონე ობიექტების დაჯილდოება „მაგნოლია 2016“ წელს მეორედ ჩატარდა. ღონისძიების მიზანი რეგიონში ტურიზმის დარგის სტიმულირება და გაუმჯობესებაა.

მაღალი სერვისის მქონე განთავსებისა და კვების ობიექტის, ტურისტული ატრაქცია/მუზეუმის, გიდის, ტურისტულ სააგენტოსა და ტურისტული მარშრუტის გამოვლენისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მომხმარებელთა კვლევასა და ტურიზმის სექტორის გამოკითხვებს ეყრდნობა.

მომხმარებელთა შეფასებების მისაღებად დეპარტამენტმა სექტემბრიდან დაიწყო მომხმარებელთა კვლევა, რომელიც ონლაინ კვლევას, ასევე Trip Adviser-ზე, Booking.com-სა და Facebook.com-ზე ტურისტების შეფასებების კვლევას ითვალისწინებს. ტურისტების გამოკითხვა 10 დეკემბრამდე მიმდინარეობდა როგორც ონლაინ რეჯიმში ასევე რეგიონში არსებულ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებსა და ტურისტულ ადგილებში. ამ ეტაპზე კვლევაში 1200-მდე ტურისტი და უბრალო მომხმარებელია ჩართული.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics