03:54 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 11:23:17, 644 ნახვა

ეკონომიკა
ღარიბაშვილი: საქართველოში გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა

"საქართველოში გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა, 2013 წელთან შედარებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ჰოლიდერი ინ“-ში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პირადპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს მილიარდ 272 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

„ინვესტიციების ზრდა ნიშნავს, რომ არსებობს ნდობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მთავრობის მიმართ. პირადპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს შეადგინა 1 მილიარდ 272 მილიონი აშშ დოლარი,  რაც აღემატება 2013 წლის წინასწარ მონაცემებს 39%-ით და 35%-ით ამავე დაზუსტებულ მონაცემებს. ამავე პერიოდში რეიონვესტიციის რაოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21% შეადგინა“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია 343 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა.

„ყველაზე მეტი უცხოური პირდაპირი ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა 343 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 27%-ია. მეორე ადგილზე არის მშენებლობა 295 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე გადამამუშავებელი მრეწველობა 174 მილიონი აშშ დოლარით. გასულ წელს შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი არის ყველაზე მაღალი 2007 წლის მაჩვენებლის შემდეგ. ასევე წინა წელთან შედარებით 78%-ით გაიზარდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციები. სულ ახლახანს დაიწყო შაჰდენიზის პროექტის მეორე ფაზა, რაც საქართველოს 2 მილიარდ ამერიკული დოლარის ინვესტიციას მოუტანს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, პრემიერმა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  2014 წელს მშპ-ს ზრდამ წინასწარი შეფასებით 4.7% შეადგინა.

„ასევე მინდა გითხრათ, რომ 2014 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ წინასწარი შეფასებით შეადგინა 4.7 %, ამასთან გასულ წელს, პირველ კვარტალში მშპ-ს ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა, მეორე კვარტალში 5.2%, ხოლო მესამე კვარტალში 5.6 %. ეს იმ დროს, როცა რეგიონის სხვა ქვეყნებში და ევროპაში იყო საგრძნობი კლება. ასევე მინდა გითხრათ, რომ 9 თვის განმავლობაში გასულ წელს განსაკუთრებით მინდა გითხრათ ორ ნიშნა მაჩვენებლით გაიზარდა მშენებლობა 16.3%-ით და ფინანსური შუამავლობა 10.6%-ით. ასევე მაღალი შედეგები გვაქვს გადამამუშავებელ მრეწველობაში 9.1%, ტრსანპორტში გვაქვს 8.5%, ვაჭრობაში 8.8% ზრდა, კომუნიკაციებში გვაქვს 6.2%, უძრავ ქონებაში 6.1%, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში 5.2%“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics