23 დეკემბერს, 09:30 საათზე, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ასოცირების შეთანხმების ელექტრონული მონიტორინგის სისტემის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას გახსნიან სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, საქართველოში შვედეთის ელჩი მარტინა ქუიკი და გაეროს განვითარების პროგრამის პროგრამების ხელმძღვანელი ნათია ნაცვლიშვილი. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
23 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო, საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია ბრიფინგს გამართავს.
თემა: 2016 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები.
მის: თავისუფლების N2
23 დეკემბერს, 11:00 საათზე, „ტექნოპარკი საქართველო“-ში სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე გახსნის.
მის: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7
23 დეკემბერს, 12:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ გუდაურში ახალ საბაგიროს გახსნის. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, დაესწრება.
23 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესია ჩატარდება.
23 დეკემბერს, 12:00 საათზე, სემეკი საჯარო სხდომაზე ჰიდროელექტროსადგურების - ზაჰესის, აწჰესის, ლაჯანურჰესის, გუმათჰესის, ჩითახევჰესის, ძევრულჰესის, შაორჰესის, რიონჰესის, საცხენჰესის, ორთაჭალჰესის ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს.
მის.: ა. მიცკევიჩის ქ. N19
23 დეკემბერს, 12:00 საათზე, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში მხატვრის საიუბილეო წიგნის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
მის. ლ. ქიაჩელის ქ. #12
23 დეკემბერს, 13:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას.
23 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიხსნება.
მის: გუდიაშვილის ქ. N 7
23 დეკემბერს, 13:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას.
23 დეკემბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტატიათა კრებულის „ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, პარლამენტის წევრები, სამინისტროების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115 აუდიტორია
23 დეკემბერს, 15:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს მედიცინის მუშაკთა დღესთან დაკავშირებით, ექიმებს შეხვდება და განსაკუთრებული დამსახურებისთვის დააჯილდოებს.
მის: აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ (ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი)
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009
23 დეკემბერს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან