09:26 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 18:58:52, 976 ნახვა

საზოგადოება
#მოდიწავიდეთ - დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროექტი მოსწავლეებისთვის

#მოდიწავიდეთ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან  ერთად განახორციელა. მასში თბილისის 10 სკოლის 80 მოსწავლე მონაწილეობდა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების ჩვენება და ინიციატივების წახალისება, რომ მათ სკოლის შემდგომი დრო დაგეგმილად და ეფექტიანად წარმართონ. პროექტის საშუალებით ახალგაზრდები ტექნოპარკში შეხვდნენ  სხვადასხვა სფეროში მომუშავე წარმატებულ მომხსენებლებს, რომლებმაც მოსწავლეებს გაუზიარეს საკუთარი იდეები და გამოცდილებები. მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტურიც მოეწყო. ტექნოპარკში  თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები, რაც წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული იდეების  განვითარებისთვის.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა პროგრამას/პროექტს ახორციელებს. მათი მიზანია სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა და სხვა. პრევენციული პროექტების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოზარდების ინიციატივების წახალისებაცაა.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან აქტიურ თანამშრომლობას მომავალშიც აპირებს. მსგავსი პროექტები რეგიონებშიც ჩატარდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics