22:19 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 10:23:36, 340 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: დემოკრატიის გარეშე საქართველო მნიშვნელოვან მიზნებს ვერ მიაღწევს

„დემოკრატიის გარეშე ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან მიზნებს, როგორიცაა ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა და ქვეყნის განვითარება, ვერ მიაღწევს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საერთაშორისო კონფერენცია „დემოკრატიის არსი: საგარეო ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველო რეგიონში ყველაზე მდგრადი და დემოკრატიული ქვეყანა გახდება.

„ეს არი შესანიშნავი შესაძლებლობა,  გავზომოთ დემოკრატიის სულისკვეთება, როგორია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს კონფერენცია კარგი დემოსტრაციაა, თუ როგორ გვესმის ერთმანეთის. ხალხი, რომელიც აქ ბრძანდება სხვადასხვა ქვეყნებს წარმოადგენენ, მაგრამ ჩვენ ეს სულისკვეთება გვაერთიანებს. ვხედავთ, თუ როგორი მოწადინებული ხართ, რომ დახმარება გაგვიწიოთ და წვლილი შეიტანოთ ამ საერთო განვითარებაში. ჩვენ ძალიან ოპტიმისტები ვართ, რომ დიახ, დემოკრატია დამყარდება ამ რეგიონში, ამ ქვეყანაში, დიახ დემოკრატია გახდება მდგრადი ჩვენს საზოგადოებაში.  სწორედ ამ დემოკრატიის სულისკვეთება გარდაიქმნება ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტად“,– აღნიშნა უსუფაშვილმა. 

ცნობისთვის, ორდღიანი კონფერენცია სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრისა (CDDRL) და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მჭიდრო თანამშრომლობით თბილისში უკვე მეორე წელია იმართება. კონფერენციის მიზანია ერთი მხრივ დემოკრატიული რეფორმების სფეროში საქართველოს გამოცდილების მსოფლიოსთან გაზიარება და მეორე მხრივ მსოფლიოს გამოცდილების საუკეთესო მაგალითების შესწავლა და დანერგვა ქვეყანაში. ღონისძიების პირველ პანელში სახელმწიფოს მეთაურთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, უმაღლესი რანგის საერთაშორისო ექსპერტები და ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ქვეყნის პირველი პირი დამსწრე საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხებს. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში კონფერენციის მონაწილეებისათვის ოფიციალური მიღებაც გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics