|
2016-12-22 14:26:37, 2250 ნახვა
სამართალი საზოგადოება კომენტარი
შს მინისტრი: ევროპის პარლამენტმა საქართველოსა და ევროპოლს შორის შეთანხმების პროექტი დაამტკიცა
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ევროპის პარლამენტმა საქართველოსა და ევროპოლს შორის შეთანხმების პროექტი დაამტკიცა, - ამის შესახებ გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის შეფასებით, ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. „ევროპარლამენტის გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ევროპის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი. პროცედურის თანახმად, ევროკავშირის საბჭო გასცემს უფლებამოსილებას ევროპოლის დირექტორზე, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოვა და ჩვენ ამ შეთანხმებას ორმხრივი ხელმოწერით განვამტკიცებთ. ევროპოლთან აღნიშნული შეთანხმების გაფორმებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა. 2015 წლის ივნისში ევროპოლის ექსპერტებმა ადგილზე შეაფასეს საქართველოში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვის ხარისხი და იმავე წლის დეკემბერში დადებითი დასკვნა მიიღეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სრულად აკმაყოფილებდა ევროპოლის სტანდარტებს პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით“, - განაცხადა მღებრიშვილმა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა განმარტა, აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება, რაც თანამშრომლობის შესაძლებლობას ევროპოლთან როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიულის მიმართულებით იძლევა. „შეთანხმება შესაძლებლობას გვაძლევს უსაფრთხო არხის მეშვეობით გავცვალოთ ოპერატიული ინფორმაცია და მონაწილეობა მივიღოთ ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში, ასევე მივიღოთ ევროპოლისგან ანალიზზე დაფუძნებული მნიშვნელოვანი საპოლიციო ინფორმაცია. შეთანხმების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე წარგზავნის ევროპოლის შტაბბინაში მეკავშირე ოფიცერს, რომელიც ევროპის პოლიციის სამსახურთან მჭიდრო და ეფექტური კავშირების დამყარებას უზრუნველყოფს. მსგავსი მაღალი დონის შეთანხმება ევროპოლს გაფორმებული აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის აშშ, კანადა, ავსტრალია, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია. ევროპოლის ოპერატიული პარტნიორობა ნიშნავს, რომ საქართველო დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ევროკავშირის ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის კავშირში. ეს ნიშნავს უფრო მეტ უსაფრთხოებს, ეს ნიშნავს უფრო მჭიდრო კომუნიკაციას ევროპის სამართალდამცავ უწყებებთან, ეს ნიშნავს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ უფრო ეფექტურ ერთობლივ ბრძოლას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე გავხდით ევროპული ოჯახის ნაწილი სამართალდაცვით სფეროში“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)