|
2016-12-22 12:50:40, 1024 ნახვა
საზოგადოება
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი საეკლესიო სასამართლოს აღდგენას ითხოვს
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ აუცილებელია საეკლესიო სასამართლო აღდგეს. პეტრე ცაავას განცხადებით, ყველა პრობლემა, რომელიც დღეს ქართულ ეკლესიაში არსებობს, საეკლესიო სასამართლოს საშუალებით ადვილად მოგვარდება. მიტროპოლიტის ვარაუდით, დღეს ყურადღება უნდა გადავიდეს მთავარ პრობლემაზე, რომელიც საქართველოს საპატრიარქოში არსებულ განუსაზღვრელ ძალაუფლებას ეხება. განუსაზღვრელ ძალაუფლებაში კი პეტრე ცაავამ, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დაასახელა. “მე რასაც თვალყურს ვადევნებ, მეორე, მესამე, მეათეხარისხოვან პრობლემებზეა ყურადღება გადატანილი. მთავარი პრობლემა საქართველოს საპატრიარქოში დღეს არის განუსაზღვრელი ძალაუფლება, პატრიარქის მდივან-რეფერენტის ქალბატონის ხელში არსებული, რასაც უკავშირდება აბსურდული პრობლემების შექმნა, უწესრიგო მდგომარეობა, მთავარ პრობლემას უნდა შევეხოთ. დანარჩენი ადვილად მოგვარებადია, როდესაც აღდგება სამართლიანობა, ყველა მღვდელმთავარი და წმინდა სინოდი თავის მოვალეობებს შეასრულებს, აუცილებლად უნდა აღდგეს საეკლესიო სასამართლო და ეს პრობლემები ძალიან ადვილად მოგვარდება ღვთის წყალობით“, - განაცხადა მეუფე პეტრემ და დასძინა, რომ ყველა პრობლემის სათავე შორენა თეთრუაშვილის ხელში არსებული განუსაზღვრელი ძალაუფლებაა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)