|
2016-12-22 12:39:20, 1174 ნახვა
საზოგადოება
შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული სტომატოლოგიური კლინიკა გაიხსნა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული სტომატოლოგიური კლინიკა გაიხსნა. „დენტოკლუბის“ ახალი ფილიალის გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრო. კლინიკა უახლესი საანესთეზიო, დიაგნოსტიკური და სტომატოლოგიური აპარატურით არის აღჭურვილი. ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ყველა ასაკობრივი ჯგუფის პირზეა ადაპტირებული. უნიკალური საოპერაციო ბლოკის საშუალებით, პაციენტს სრული სტომატოლოგიური მკურნალობა, ადგილზე დიაგნოსტირებით ჩაუტარდება. კლინიკაში სტომატოლოგიური მანიპულაციები ზოგადი ანესთეზიით გაკეთდება. მისი მეშვეობით, თერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგიური მკურნალობა ერთ ეტაპად იქნება შესაძლებელი. კლინიკაში საერთაშორისო სტანდარტების სასტერილიზაციო მოქმედებს. ექიმი-სპეციალისტები დიაგნოსტიკური და სტომატოლოგიური კაბინეტების გამოყენებით მკურნალობას სტომატოლოგიის ყველა მიმართულებით უზრუნველყოფენ. სტომატოლოგიური მანიპულაციები ზოგადი ანესთეზიით „დენტოკლუბმა“ უკვე 3 წელია დანერგა. ახალი ფილიალი ნარკოზით სტომატოლოგიის გაფართოვების მიზნით გაიხსნა. (NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)