|
2016-12-22 12:01:20, 1066 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის იუსტიციის სახლში JUSTcafe გაიხსნა
JUSTcafe -ს მომსახურება თბილისის შემდეგ ამჯერად ბათუმის იუსტიციის სახლში მისული მომხმარებლებისთვისაც გახდა ხელმოსაწვდომი. იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა ბათუმში JUSTcafe გახსნა. JUSTcafe ბათუმის იუსტიციის სახლში განთავსებული კომფორტული კაფეა. მას უნიკალურობას ორმაგი ფუნქცია სძენს. ადგილობრივ და უცხოელ სტუმარს, ფინჯანი ყავისა თუ კაფის სამზარეულოს დაგემოვნების პარალელურად, შეუძლია ისარგებლოს იუსტიციის სახლის მომსახურებით - დააფიქსიროს მოთხოვნა ამა თუ იმ სერვისზე, მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია, თუ მზა დოკუმენტი. განაცხადის მიღებას, მომსახურებისთვის საჭირო ყველა თანამედროვე საშუალებით, კაფეში მყოფი ოპერატორები განახორციელებენ. JUSTcafe იუსტიციის სახლის სერვისებით დაინტერესებული სტუმრებისთვის იმუშავებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 09:00-დან 18:00 საათამდე. ბათუმის იუსტიციის სახლის JUSTcafe-ში გაიცემა შემდეგი სერვისები: საქართველოს მოქალაქის ბიომეტრული პასპორტი; საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა; მუდმივი და დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა; დაბადების და ქორწინების რეგისტრაცია; ID რეგისტრაცია; სულადობის და საინფორმაციო ცნობა. აღსანიშნავია, რომ ადგილზე მოხდება პირადობის მოწმობის თუ პასპორტისთვის აუცილებელი ფოტო-სურათის გადაღებაც. გარდა ამისა, ბიზნესისა და ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურებები: ახალი სუბიექტის რეგისტრაცია; რეგისტრაციის გაუქმება; საქმიანობის რეგისტრაცია/ცვლილება/გაუქმება; ინფორმაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან; ცნობა/ინფორმაცია საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ; რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება; ცვლილების რეგისტრაცია; ამონაწერის მომზადება; საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე გარიგების/ჩუქების/გაცვლის/სამისდღემშიო რჩენის/იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის/სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტის საფუძველზე; იპოთეკის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე და სხვა.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)