2016-12-22 09:01:18, 1009 ნახვა
საზოგადოება
დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
საპატრიარქოს ინფორმაციით, სხდომა გეგმურია და 12:00 საათზე დაიწყება. ჯერ უცნობია, რა კონკრეტულ საკითხებზე იქნება საუბარი სხდომაზე.
სხდომის შემდეგ სინოდი განჩინებას გამოსცემს, სადაც სხდომის საკითხები გახდება ცნობილი.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, სხდომის ხანგრძლივობა განსახილველი თემების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.
ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა წელს 12 თებერვალს, 25 მაისსა და 10 ივნისს გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ 10 ივნისის ბოლო სხდომა არაგეგმური იყო, სინოდი წევრებმა საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გასამართ წმინდა კრებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან