2016-12-21 19:27:14, 1378 ნახვა
საზოგადოება
ყოფილი ელბაქიძის აღმართზე მდებარე ლომბარდი დააყაჩაღეს
თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფილი ელბაქიძე) მდებარე ლომბარდი დააყაჩაღეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხელ კვალზე ერთი პირია დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან