08:08 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 18:08:57, 1151 ნახვა

საზოგადოება
„ვენდი“ საახალწლო წარმოდგენაზე პირველად სოციალურად დაუცველ ბავშვებს მასპინძლობს

„ვენდი“  საახალწლო წარმოდგენაზე პირველად არასამთავრობო ორგანიზაცია „ქვიშის საათის“ ბენეფიციარ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს მასპინძლობს. 26 მაისის მოედანზე მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდის“ ამერიკული რესტორანი 21 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით და 2 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით, დღეში 2 სეანსი საახალწლო წარმოდგენებს ყველა მსურველისთვისაც გამართავს. სადღესასწაულო განწყობას ბავშვებს ყველასათვის საყვარელი ანიმატორი „ვენდი“, საახალწლო გმირები - ელზა, ელფი და სანტა შეუქმნან. 

წინასაახალწლოდ „ვენდიში“ სტუმრად მოსულ ბავშვებს 2 საათიანი ჯადოსნური წარმოდგენა და განსაკუთრებული სიურპრიზები ელით. უამრავი თამაში და საახალწლო აქტივობა, სანტა კლაუსი უამრავი საჩუქრით, სპეციალური საახალწლო საბავშვო მენიუ 2 ჯერ მეტი „ვენდის“ მონეტით ბავშვებს დაუვიწყარ დღესასწაულს აჩუქებს. “ვენდის“ საახალწლო წვეულებების პარტნიორები არიან გამომცემლობა “პალიტრა L” და „როშენი“. 

საახალწლო წარმოდგენაზე დასასწრები ბილეთების შეძენა „ვენდის“ დაბადების დღის ცენტრებში, ფილარმონიის სალაროებსა და ვებ საიტ www.TKT.ge-ზეა შესაძლებელი. ბილეთის ფასი 25 ლარია. 

„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის  ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინ დონატსმა“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით უკვე ჩაანაცვლა და „სმარტთან“, „მარშესთან“, „პურის სამყაროსთან“, „მილკოსა“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ  ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს. 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics