|
2016-12-21 12:59:19, 2236 ნახვა
სამართალი კომენტარი
ეკა ბესელია ბორჯომის პოლიციის თანამშრომლისთვის უფლებამოსილების შეჩერებას სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას შეფასებით, პოლიციელისთვის, რომელსაც ”იბერიას” ჟურნალისტი ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილების შეჩერება სწორი გადაწყვეტილებაა. როგორც ბესელიამ განმარტა, თუ დადასტურდა გიორგი გასვიანის ჩვენება, რომლის თანახმადაც, მას ნასვამი პოლიციელი ორ პირთან ერთად ბორჯომში ფიზიკურად გაუსწორდა, ეს იქნება სერიოზული რეაგირების საგანი. „ასეთი ქმედება ჩრდილს აყენებს ღირსეული პოლიციელების საქმიანობას და იმიჯს, ამიტომ ინსტიტუციური ავტორიტეტისთვის და სისტემის მიმართ ნდობის შენარჩუნებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ასეთ ქმედებას ჩაიდენს პოლიციელი, მას ხელი არავინ უნდა დააფაროს და საქმის გამოძიება ბოლომდე უნდა მოხდეს’’- განაცხადა ეკა ბესელიმ ჟურნალისტებთან საუბრისას. ცნობისთვის, პოლიციელს, რომელსაც ”იბერიას” ჟურნალისტი ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა. შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას გულისხმობს და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით გულისხმობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)